Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

29.01.2014

 

 

 

 

 

 

 

 

მარგველებმა საზოგადოებას ახალწვეულები წარუდგინეს

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 29 იანვარს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა პრესკონფერენცია, რომელზეც გუნდის სამომავლო გეგმებზე საუბართან ერთად, ფართო საზოდოებას წარედგინა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რამდენიმე ახალწვეული და ფეხბურთელებს მიენიჭათ პერსონალური ნომრები.

 

პრეს-კონფერენციის დასაწყისში ზესტაფონელთა დამრიგებელმა გიორგი გეგუჩაძემ ისაუბრა სეზონის განახლებისათვის მზადების პირველ მოსამზადებელ ეტაპზე, რომელიც თერჯოლის "საპოვნელასთან" დღეს გასამართი მატჩით სრულდება. გარდა ამისა, საუბარი თურქულ შეკრებასა და იქ დაგეგმილ სპარინგ-მატჩებს შეეხო. უკვე გადაწყვეტილია, რომ საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” 4 თებერვალს რუმინულ ”პანდურიის”, 7 თებერვალს ჩეხურ "პრშიბრამს”, 13 თებერვალს უკრაინულ "ჩერნომორეცს", ხოლო 16 თებერვალს მაკედონიურ "ტურნოვოს" დაუპირისპირდება. თურქეთში გუნდი, თბილისი-სტამბული-ანტალიის რეისით, 1 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გაემგზავრება ...

 

სადღეისოდ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” 12 ახალწვეული ჰყავს: ექვსთვიანი პაუზის შემდეგ იმერულ გუნდში დაბრუნებული თეიმურაზ ღონღაძე (№ 2), მეკარე დავით კუპატაძე (№ 13), მცველები გიორგი გურული (№ 17) და ზაზა ჭელიძე (№ 37), ნახევარმცველები გრიგოლ დოლიძე (№ 22) და გიორგი კუხიანიძე (№ 10), თავდამსხმელები დიმიტრი ტატანაშვილი (№ 18) და ნიკა საბანაძე (№ 9) ( ყველა ეს ფეხბურთელი ჩვენი კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს); შემტევი ნახევარმცველი რევაზ გეწაძე (№ 99) და ფორვარდი თორნიკე კაპანაძე (№ 32) (ორივე - 2,5-2,5 წლით); ნახევარმცველი ბექა კაკუშაძე (№ 42) და თავდამსხმელი გიორგი ფანცულაია (№ 7) (ორივე - 3-3 წლით).

 

იმერული კლუბის გენერალურმა დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და გენერალური დირექტორის მოადგილემ ვასილ გველესიანმა ახალწვეულებს საპატიო ვითარებაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურები გადასცეს.

 

უნდა ითქვას ისიც, რომ ომარ მიგინეიშვილის საკითხი, რომლის მოგვარებაშიც აქტიურად არიან ჩართულნი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შესაბამისი სტრუქტურები, კვლავაც გადაწყვეტის სტადიაშია...

 

პერსონალური მაისურების გადაცემის საზეიმო ცერემონიალის დასრულების შემდეგ, გუნდის ახალწვეულები მარგველ გულშემატკივართა წინაშე დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე საფარზე წარსდგნენ...

 

* * *

 

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" რიგები დატოვეს გიორგი ადამიამ, ილია კანდელაკმა, ბორისლავ ტერზიჩმა, ნოდარ კიკნაველიძემ, ალექსანდრე გურულმა, მოჰამედ რეკრუკმა, ოთარ კვერნაძემ. რაც შეეხებათ როინ კვასხვაძესა და ლევან კუტალიას, ორივეს ჩვენს გუნდთან შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაუმთავრდა.

 

ზემოიმერული გუნდის წევრები დავით რაჟამაშვილი, ნოდარ გაჩეჩილაძე, გურამ სამუშია და გიორგი კაჭკაჭიშვილი მიმდინარე სეზონის ბოლომდე უმაღლესი ლიგის ბინადარ სხვადასხვა კლუბებში იასპარეზებენ. საავარაუდოდ, ასევე სხვა კლუბში იასპარეზებს "ზესტაფონის" კიდევ ერთი ფეხბურთელი საბა ლომიაც,

 

* * *

 

ჩვენ კი დღევანდელი პრეზენტაციის ამსახველი ვიდეო და ფოტორეპორტაჟებს გთავაზობთ ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014