24.01.2014
"ბენდელას თასის" მეორე ტურის შეხვედრა
,,ბენდელას თასის“ ოცდამესამე გათამაშების დასავლურ ქვეჯგუფში დღეს მეორე ტურის ერთი მატჩი შედგა. ზუგდიდის ,,ბაიას“ საწვრთნელი ბაზის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ადგილობრივი ,,ზუგდიდი“ და ,,ზესტაფონი“ ერთმანეთს სარეზერვო შემადგენლობებით დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელთა შემადგენლობა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: მახათაძე (გიორგაძე, 69), კუპრაშვილი (ჭურაძე, 77), რობაქიძე, მოსიძე (წურწუმია, 68), ახალაძე (ვაჭარაძე, 79), არველაძე (ბარბაქაძე, 55), ქიქავა, მაკარიძე, მარგველაშვილი, კანდელაკი, კვარაცხელია (ეგუტიძე, 34).
ზუგდიდელ და ზესტაფონელ დუბლიორთა მატჩი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. სტუმრებს გოლის გატანა შეხვედრის დებიუტშივე შეეძლო, თუმცა გიორგი მაკარიძის დარტყმა მასპინძელთა კარის ძელს მოხვდა. დღევანდელი დაპირისპირების ბედი ზუგდიდელთა მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა - 36-ე წუთზე ზუსტი დარტყმით თავი ნური კალანდარიშვილმა გამოიჩინა. აღინიშვნის ღირსია ისიც, რომ მეორე ტაიმში ზუგდიდელთა შემადგენლობაში საფეხბურთო მოედანზე დაბრუნებულმა კლიმენტი წიტაიშვილმა იასპარეზა. მასპინძელთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.
გელა ფარცვანიას ფოტო |