Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

20.01.2014

 

 

 

 

 

 

 

 

"ბენდელას თასის" სასტარტო შეხვედრა

 

 

 

 

 

 

 

"ქუთაისი" - "ზესტაფონი-2" 3-1
 

მიმდინარე წლის 18 იანვარს "ბენდელას თასის" ტრადიციული, რიგით 23-ე გათამაშება დაიწყო. აფხაზეთის ომის გმირის, ზაზა ბენდელიანის ხსოვნისადმი მიძღვნილი პირველი ტურნირი 1993 წელს გაიმართა. მას შემდეგ "ბენდელას თასი" პოპულარული ტურნირი გახდა: ბავშვებისა და დიდებს შორის მინი-ფეხბურთის პაექრობებს თბილისის სპორტის სასახლეში უამრავი მაყურებელი ესწრებოდა. მეხუთე წელია, რაც ტრადიციულ გათამაშებას კიდევ ერთი ტურნირიც დაემატა და ის უკვე სტანდარტულ მოედანზეც იმართება.

 

წლევანდელი "ბენდელას თასის" გათამაშებაში გამარჯვებისთვის იბრძოლებს 15 გუნდი, რომლებიც სამ ჯგუფში ტერიტორიული პრინციპით გადანაწილდნენ. თამაშები გაიმართება არა ერთ რომელიმე კონკრეტულ სტადიონზე, არამედ სხვადასხვა ქალაქებსა და არენებზე. ზოგიერთი გუნდი ძირითადი შემადგენლობით მიიღებს მონაწილეობას, ზოგიც - დუბლებით ან შერეული შემადგენლობებით.

 

სამი ხუთგუნდიანი ჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე პირველ-მეორე ადგილებზე გასული კლუბები გავლენ, ასევე ორი საუკეთესო მესამე ადგილოსანიც. საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი", ტრადიცისამებრ,   "ბენდელას თასის" გათამაშებაში მონაწილეობას დუბლშემადგენლობით მიიღებს. ზესტაფონელები "ზუგდიდთან", ხონის "იმერეთთან", ქუთაისის "ტორპედოსთან" და "ქუთაისთან" ერთად დასავლეთ ქვეჯგუფში იასპარეზებენ.

 

* * *

 

დღეს, 20 იანვარს, "ბენდელას თასის" ოცდამესამე გათამაშების პირველი ტურის მატჩში, რომელიც ქუთაისის "ტორპედოს" ბაზაზე გაიმართა, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" მეორე გუნდი მეორე ლიგის წარმომადგენელ "ქუთაისს" დაუპირისპირდა. მატჩი, რომელშიც მარგველ დუბლიორთა დამრიგებელმა გიორგი მიქაძემ, გუნდის წევრებთან ერთად, გასინჯვაზე მყოფი რამდენიმე ფეხბურთელიც ათამაშა, დასრულდა ქუთათურთა გამარჯვებით ანგარიშით 3-1.

 

ახალგაზრდა ზესტაფონელებმა შეხვედრის პირველი ტაიმი გიორგი მაკარიძის გოლის წყალობით კი მოიგეს, თუმცა მეორეში სამი გოლი გაუშვეს და ტურნირი დასანანი მარცხით დაიწყეს. გამარჯვებულთა რიგებში გატანილი გოლებით კი თავი გიგა ტვილდიანმა, შალვა გაბუნიამ და თორნიკე შენგელიამ გამოიჩინეს.

 

,,ზესტაფონი-2“: მეშველიანი (მახათაძე, 73), კუპრაშვილი (ჭურაძე, 78), არველაძე (წურწუმია, 78), რობაქიძე (ახალაძე, 45), მოსიძე (ეგუტიძე, 57), ქიქავა, მარგველაშვილი, კაკუშაძე (ბარბაქაძე, 45), კანდელაკი (ჩუბინიძე, 78), მაკარიძე (ვაჭარაძე, 70), მიქაძე (კვარაცხელია, 45).

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014