Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

12.01.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელები სავარჯიშო პროცესში

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საფეხბურთო სეზონის განახლებისათვის მზადებას ზესტაფონში განაგრძობს.

 

გუშინ და დღეს ზესტაფონელებმა ძირითადად ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესებაზე იმუშავეს. 11 იანვარს დატვირთვის ტესტი ჩატარდა. სასიამოვნოა, რომ ფეხბურთელთა უმეტესობა დატვირთვებს ნორმალური მაჩვენებლებით გაუმკლავდა. აქვე უნდა ითქვას ისიც, რომ გუშინ სავარჯიშო პროცესს თეიმურაზ ღონღაძე და რენე ფერეირა დოს სანტოსი შეუერთდნენ.

 

დღევანდელი დილა ძირითადად სისწრაფისა და კოორდინაციის განვითარებაზე გათვლილ ვარჯიშებს დაეთმო. ვარჯიშის მიწურულს ფეხბურთელებს ბურთთან მუშაობის საშუალებაც მიეცათ. საღამოს ვარჯიშის მთავარი ამოცანები კი ძალისა და გამძლეობის მაჩვენებლების ამაღლება გახლდათ.

 

გია გეგუჩაძემ გუნდი ორ ნაწილად გაჰყო და სანამ ფეხბურთელთა ერთი ჯგუფი მთავარი მწვრთნელისა და მისი ასისტენტების (გურამ ასპინძელაშვილი და კახაბერ ჩხეტიანი) ხელმძღვანელობით დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის მწვანე გაზონზე იტვირთებოდა, მეორე ჯგუფი ივან ვუჩეტიჩის დავალებებს სატრენაჟორო დარბაზში ასრულებდა. ვარჯიშის პირველი ნაწილის დასრულების შემდეგ პირველმა და მეორე ჯგუფებმა ადგილები გაცვალეს.

 

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა მზადების მიმდინარეობას ასახავს.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014