Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

10.01.2014

 

 

 

 

 

 

 

 

პირველი ვარჯიში ახალ წელიწადში

 

 

 

 

 

 

 

2014 წლის 10 იანვარს საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის გადამწყვეტი, საგაზაფხულო ეტაპისათვის მზადებას შეუდგა. საახალწლო დღესასწაულების შემდეგ გამართული პირველი ვარჯიში იმერული კლუბის ბაზაზე გაიმართა.

 

როგორც მოგეხსენებათ, საახალწლო არდადეგების შემდეგ გუნდი გუშინწინ თბილისში შეიკრიბა - 8 და 9 იანვარს სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ "სიტი-სპორტში" ფეხბურთელებმა სამედიცინო შემოწმება გაიარეს...

 

ზესტაფონი გუნდს ზამთრისათვის უჩვეულოდ მზიანი ამინდით შეეგება და საახალწლო პაუზის დროს ფეხბურთს მონატრებული ადამიანების განწყობაზე დადებითად ამ გარემოებამაც იმოქმედა. ვარჯიშის დაწყებამდე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ ფეხბურთელებსა და გუნდის პერსონალს თავის კიდევ ერთი ასისტენტი კახა ჩხეტიანი წარუდგინა.

 

დღევანდელი დღე ძირითადად ფიზიკურ კონდიციებზე მუშაობას დაეთმო - დაახლოებით ნახევარსაათიანი ”კროსის” შემდეგ, ფეხბურთელები ივან ვუჩეტიჩმა ”დაისაკუთრა” და ყურადღება მატონიზირებელი ხასიათის ვარჯიშებზე გაამახვილებინა. ბურთთან მუშაობას კი მხოლოდ ვარჯიშის დასკვნითი ნაწილი დაეთმო.

 

თავის ახალი გუნდის შემადგენლობაში პირველად ივარჯიშეს ზემოიმერული კლუბის ახალწვეულებმა: გიორგი გურულმა, დიმიტრი ტატანაშვილმა, დავით კუპატაძემ, ნიკა საბანაძემ, ზაზა ჭელიძემ, გიორგი კუხიანიძემ და გიორგი ფანცულაიამ. აქვე გეტყვით იმასაც. რომ გრიგოლ დოლიძე, თეიმურაზ ღონღაძე, იგორ იელიჩი, რენე ფერეირა დოს სანტოსი და ნაემეკა აჯურუ სავარჯიშო პროცესს უახლოეს დღეებში შეუერთდებიან.

 

2014 წელს გამართულმა ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა პირველმა ვარჯიშმა მედიის მხრიდან დიდი ინტერესი გამოიწვია - დღეს ზესტაფონს ცენტრალური და რეგიონალური ტელეკომპანიების წარმომადგენელი გადამღები ჯგუფები ესტუმრნენ...

 

აქვე მოგახსენებთ, რომ მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმებების თანახმად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" რიგები დატოვეს გიორგი ადამიამ, ილია კანდელაკმა, ბორისლავ ტერზიჩმა და ალექსანდრე გურულმა. რაც შეეხება ლევან კუტალიას, მას მარგველებთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა დაუმთავრდა.

 

ხვალიდან გია გეგუჩაძეს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს ...

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014