Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

08.01.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ქვეყნის ორგზის ჩემპიონთა კიდევ ორი ახალწვეული

 

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი კუხიანიძე
გიორგი ფანცულაია
 

21 წლის ნახევარმცველი გიორგი კუხიანიძე და 20 წლის ფორვარდი გიორგი ფანცულაია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში იასპარეზებენ. კუხიანიძესთან გაფორმებულია ორწლიანი შრომითი ხელშეკრულება, ხოლო ფანცულაია მარგველთა ღირსებას უახლოესი სამი წლის განმავლობაში დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით ზემოიმერული გუნდის მორიგი ახალწვეულების შესახებ:

 

გიორგი კუხიანიძე - ნახევარმცველი; დაბადებული - 01.07.1992; სიმაღლე - 180 სმ, წონა - 73 კგ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგი კუხიანიძე ქუთაისის ტორპედოში” ასპარეზობდა.

 

"თავისი ტექნიკური არსენალით, პასის კულტურითა და არაორდინარული თამაშით გიორგი ქუთაისური გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურა გახლდათ. მას თანაგუნდელებს პასებით მომარაგება შეუძლია, ამავე დროს, არც თავად ერიდება კარში დარტყმებს და საგოლე ალღოც არ ღალატობს" - ასე ახასიათებდა 2013 წლის მიწურულს გიორგის ასპარეზობას ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო".

 

***

 

გიორგი ფანცულაია - თავდამსხმელი; დაბადებული - 06.01.1994; სიმაღლე - 177 სმ, წონა - 76 კგ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე გიორგი ფანცულაიაც ქუთაისიტორპედოში” ასპარეზობდა. ეროვნულ ჩემპიონატსა და თასის გათამაშებაში 2011-2013 წლებში ნიჭიერმა თავდამსხმელმა ქუთაისელთა მაისურით 46 შეხვედრა ჩაატარა და თავი 9 გატანილი გოლით გამოიჩინა. გიორგი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრია, თავის დროზე მას ჩვიდმეტ- და ცხრამეტწლამდელთა ნაკრებ გუნდებშიც წარმატებით ასპარეზობდა.

 

აქვე გთავაზობთ გიორგი ფანცულაიას მცირე კომენტარს, რომელიც მან კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ გაზეთ "ლელოს" ჟურნალისტსთან საუბრისას გააკეთა: ""ჯერ იმას ვიტყვი, რომ "ტორპედოს" ამბებზე გული უზომოდ დამწყდა. ძალიან ძლიერი და პერსპექტიული გუნდი გვყავდა. სამწუხაროა, რომ ყველაფერი ასე დამთავრდა... რაც შეეხება ჩემს არჩევანს, ქუთაისიდან წამოსულს რამდენიმე ვარიანტი შემომთავაზეს. ლაპარაკი იყო პოლონეთისა და ბელგიის კლუბებზე, მაგრამ კონკრეტული შემოთავაზება არ ყოფილა. მერე თბილისის "დინამო" გამოჩნდა, რამაც ძალიან გამახარა.

მაგრამ ყველაფერი გია გეგუჩაძის ფაქტორმა გადაწონა. უმაღლეს ლიგაში დებიუტი სწორედ მისი ხელმძღვანელობის დროს მქონდა. მიყვარს მასთან ერთად მუშაობა. "ზესტაფონში" გადასვლა ამიტომ ვამჯობინე და კლუბთან 3-წლიანი კონტრაქტიც გავაფორმე... შესაძლოა, წლეულს ჩემპიონობისთვის ბრძოლა არარეალური იყოს, რადგან ნახევარზე მეტი უკვე გასულია. მაგრამ ისეთი ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა, მჯერა, მომავალი სეზონისთვის ოქროს მედლების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატები ვიქნებით"

 

***

 

დღესვე გუნდის ახალწვეულებმა სამედიცინო-დიაგნოსტიკურ ცენტრ "სიტი-სპორტში" სამედიცინო შემოწმება გაიარეს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014