Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

06.01.2014

 

 

 

 

 

 

 

 

ორმაგი მატება ”ზესტაფონში”

 

 

 

 

 

 

 

 

ზაზა ჭელიძე
ნიკა საბანაძე
 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მორიგი მატებაა - მარგველთა რიგებს კიდევ ორი ფეხბურთელი შეუერთდა. 26 წლის მცველმა ზაზა ჭელიძემ და 22 წლის თავდამსხმელმა ნიკა საბანაძემ ჩვენს კლუბთან ორწლიანი შრომითი ხელშეკრულებები გააფორმეს.

 

ორიოდე სიტყვით საქართველოს ორგზის ჩემპიონ ზემოიმელთა რიგებში მოსული ახალწვეულების შესახებ:

 

ზაზა ჭელიძე - ცენტრალური მცველი; დაბადებული - 12.01.1987; სიმაღლე - 187 სმ, წონა - 79 კგ.

 

”ზესტაფონთან” შრომითი ხელშეკრულების გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ნორჩი დინამოელი” (თბილისი) - 2004-2005; "დილა" (გორი) - 2005-2006; "სიონი" (ბოლნისი) - 2006-2007; ”დინამო” (ბათუმი) -2007; "სიონი" (ბოლნისი) - 2008-2009; "ოლიმპი" (რუსთავი) - 2009; ”დინამო” (ბრესტი, ბელორუსი) - 2010-2011; მეტალურგი” (რუსთავი) - 2012; ტორპედო” (ქუთაისი) - 2012-2013.

 

***

 

ნიკა საბანაძე - თავდამსხმელი; დაბადებული - 02.05.1991; სიმაღლე - 188 სმ, წონა - 78 კგ.

 

ზაზა ჭელიძის მსგავსად, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ნიკა საბანაძეც ქუთაისიტორპედოში” ასპარეზობდა. ნიჭიერმა თავდამსხმელმა, რომელიც თბილისის საფეხბურთო სკოლა "ავაზას" აღზრდილია, ქუთათურ კლუბში გატარებული 3,5 წლის მანძილზე მონაწილეობა 92 შეხვედრაში მიიღო და თავი 23 გატანილი გოლით გამოიჩინა.

 

უნდა ითქვას, რომ ორივე ფეხბურთელს გია გეგუჩაძესთან აქამდეც უმუშავია - ქუთაისელთა შემადგენლობაში ჭელიძეც (2012-2013 წლების სეზონში) და საბანაძეც (2011-2012 და 2012-2013 წლებში) ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელები არიან.

 

***

 

აქვე გთავაზობთ ნიკა საბანაძის მცირე კომენტარს, რომელიც მან სპეციალურად საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური საიტისთვის გააკეთა: "ძალიან კმაყოფილი ვარ "ზესტაფონში" გადმოსვლით! რამდენიმე წინადადება მქონდა, მათ შორის ქართული კლუბებიდანაც... საჩხერის "ჩიხურა" და თბილისის "დინამო" მიწვევდნენ, თუმცა მე "ზესტაფონზე" შევაჩერე არჩევანი, რაშიც დიდი როლი გია გეგუჩაძის ფაქტორმაც ითამაშა...

 

გეგმებს რაც შეეხება - წელს ევროტურნირებზე თამაში მინდა და გაისად ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპისთვის ბრძოლა. ვფიქრობ "ზესტაფონი" ისეთი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, ამის ძალა ნამდვილად შეგვწევს...

 

გულშემატკივარს ბოლომდე დახარჯვას, მოედანზე ბრძოლას, თავდადებას და, რა თქმა უნდა, მათი გულების ბევრჯერ გახარებას ვპირდები, როგორც ჩემი კარგი თამაშით და გოლებით, ასევე მთელი გუნდის წარმატებული გამოსვლით ."

ესაუბრა დიმა ნებიერიძე

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014