Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.01.2014

 

 

 

 

 

 

 

 

კიდევ ერთი ახალწვეული მარგველთა რიგებში

 

 

 

 

 

 

 

 

გიორგი გურული
 

ზემოიმერელთა რიგებს კიდევ ერთი ფეხბურთელი შეემატა - 25 წლის ახალწვეულის სახელია გიორგი გურული. მარცხენა მცველი, რომელიც ჯერ ქუთაისის "ტორპედოში", ბოლოს კი გორის ”დილაში” ასპარეზობდა, "ზესტაფონის" ღირსებას შემდეგი ორი წლის მანძილზე დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ მარგველთა ახალწვეულის შესახებ: გიორგი გურული - მცველი; დაბადებულია - 31.07.1988; სიმაღლე - 184 სმ, წონა - 80 კგ.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ კლუბებში: დინამო-2” (თბილისი) - 2004-2006; ტორპედო” (ქუთაისი) - 2006-2007; შახტიორი-2” (ყარაღანდა, ყაზახეთი) - 2007; ბორჯომი - 2007-2008; ტორპედო” (ქუთაისი) - 2008-2013; "დილა" (გორი) - 2013.

 

"გურული 25 წლისაა, ნომინალურად მარცხენა მცველია, ტექნიკური, ბურთის ამოტანა რომ შეუძლია" - ასე ახასიათებს ზესტაფონელთა ახალწვეულს მიმდინარე სეზონის საშემოდგომო ნაწილის შეჯამებისას ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო".

 

გრიგოლ დოლიძის მსგავსად, 2011-2013 წლებში გია გეგუჩაძის ქუთაისის "ტორპედოში" გიორგი გურულიც ასპარეზობდა და ქუთათურ კლუბთან ერთად ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. მიმდინარე სეზონის პირველი ეტაპი მან "დილაში" გაატარა. გორელთა შემადგენლობაში გიორგიმ ევროკომპანიის ექვსივე მატჩში მიიღო მონაწილეობა, ეროვნულ პირველობაზე კი 15 შეხვედრა ჩაატარა და ფეხბურთის მოყვარულთ თავი საიმედო თამაშით დაამახსოვრა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014