Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

02.01.2014

 

 

 

 

 

 

 

 

მარგველებს გრიგოლ დოლიძე შეუერთდა

 

 

 

 

 

 

 

გრიგოლ დოლიძე
 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” გრიგოლ დოლიძე შეუერთდა. 31 წლის მარჯვენა ნახევარმცველი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში მრავალ კლუბში წარმატებით უასპარეზია, ზემოიმერული კლუბის ღირსებას მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით ფეხბურთელის შესახებ: გრიგოლ დოლიძე - ნახევარმცველი; დაბადებულია - 25.10.1982; სიმაღლე - 180 სმ, წონა - 75 კგ.

 

”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში:გურია” (ლანჩხუთი) - 2000-2001; მერცხალი” (ოზურგეთი) - 2002-2003; სპარტაკი” (თბილისი) - 2003-2004; სიონი” (ბოლნისი) - 2004-2006; ამერი” (თბილისი) - 2006-2008; სიმურგი” (ზაქათალა, აზერბაიჯანი) - 2008-2009; დინამო” (თბილისი) - 2009-2010; ოლიმპი” (რუსთავი) - 2010; "ზუგდიდი" - 2010-2011; ტორპედო” (ქუთაისი) - 2011-2013; "დილა" (გორი) - 2013.

 

როგორც მოგახსენეთ, გრიგოლ დოლიძე მარჯვენაფლანგელია, მას შეუძლია დაცვის დაწიოკება, საგოლე პასის გაკეთება და შეტევის დაგვირგვინებაც. აქვე უნდა შეგახსენოთ, რომ მარგველთა ახალწვეულმა ფეხბურთის მოყვარულებს თავი თბილისის "ამერის" შემადგენლობაში წარმატებული თამაშით განსაკუთრებით დაამახსოვრა. სწორედ გლდანელებთან ერთად 2005-2006 და 2006-2007 წლებში მან ზედიზედ 2-ჯერ მოიპოვა დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასი და ამდენივეჯერ გახდა საქართველოს სუპერთასის გათამაშების ტრიუმფატორი.

 

საინტერესოა, რომ საქართველოს სუპერთასის გათამაშების ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირი სწორედ გრიგოლ დოლიძეა. როგორც მოგახსენეთ, "ამერის" შემადგენლობაში სუპერთასზე მან ორჯერ იასპარეზა და ამ ორ შეხვედრაში 4 გოლის გატანა მოახერხა. მეტიც, ის ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც სუპერთასის გათამაშების შეხვედრაში "ჰეთ-თრიქი" აქვს შესრულებული.

 

2008-2009 წლების სეზონი გრიგოლ დოლიძემ აზებაიჯანული "სიმურგის" რიგებში გაატარა. 2011-2013 წლებში ის გია გეგუჩაძის დამოძღვრილ ქუთაისის "ტორპედოში" ასპარეზობდა და ზედიზედ ორჯერ გახდა ეროვნული პირველობის ბრინჯაოს მედლების მფლობელი. გასული წლის ზაფხულიდან კი გორის "დილაში" თამაშობდა და ევროპის ლიგის მატჩებში თავი ხარისხიანი და შედეგიანი თამაშით გამოიჩინა. ეროვნული გუნდის შემადგენლობაში ზესტაფონელთა ახალწვეულს 1 მატჩი აქვს ჩატარებული, წელს ის ნაკრებში თემურ ქეცბაიამაც მიიწვია.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2014