სპორტის სამყაროში დამკვიდრებული ტრადიციის თანახმად, წინასაახალწლო დღეებში გასული წლის ერთგვარი შეჯამება და სხვადასხვა ნომინაციაში საუკეთესოთა დასახელება მიმდინარეობს. "ზესტაფონის" გულშემატკივართა კლუბმა თავის facebook-გვერდზე ჩაატარა გამოკითხვა, რომლის მიზანი მიმდინარე სეზონის პირველი ნაწილის საუკეთესო ფეხბურთელისა და გოლების საუკეთესო ხუთეულის გამოვლენა გახლდათ.
უნდა ითქვას, რომ
გულშემატკივრებმა საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისას განსაკუთრებით იაქტიურეს. გამოკითხულთა ნდობა
გუნდის 20-მდე
ფეხბურთელმა დაიმსახურა. ამის ფონზე მოულოდნელი გახლდათ ის, რომ გამარჯვებულმა
"მდევრებს" საგრძნობი უპირატესობით გაუსწრო - მარგველთა ბრაზილიელმა ლეგიონერმა რენე ფერეირა დოს სანტოსმა რესპონდენტთა ხმების საერთო რაოდენობის 32 %
დაიმსახურა.
მეორე-მესამე ადგილები გაიყვეს ზესტაფონელთა ნახევარდაცვის ორმა წარმომადგენელმა - ვახტანგ ჭანტურიშვილმა და გიორგი ჭანკოტაძემ16-16 % "გამოიმუშავეს".
პირველ ხუთეულში ასევე მოხვდნენ როინ კვასხვაძე (გამოკითხულთა ხმების 10 %), ლევან შარიქაძე და თედორე გრიგალაშვილი
(8-8 %)
რაც შეეხება იმერელთა მიერ გატანილი გოლების საუკეთესო ხუთეულს, რომელიც ჩვენი ვებგვერდის პატივცემულ მომხმარებელს ქვემოთ განთავსებულ ვიდეომასალაში შეუძლია იხილოს, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
1. 30.11.2013. "ზესტაფონი" - "მეტალურგი" (რუსთავი) 2-1. გოლის ავტორი - გიორგი ჭანკოტაძე;
2. 13.09.2013. "ზესტაფონი" - "დილა" (გორი) 2-0. გოლის ავტორი - ირაკლი ქობალია;
3. 22.08.2013. "ზესტაფონი" - "სულორი" (ვანი) 5-0. გოლის ავტორი - ვახტანგ ჭანტურიშვილი;
4. 04.12.2013. "ზესტაფონი" - "ჩიხურა" (საჩხერე) 1-1. გოლის ავტორი - ვახტანგ ჭანტურიშვილი;
5. 29.09.2013. "ზესტაფონი" - "გურია" (ლანჩხუთი) 1-0. გოლის ავტორი - ირაკლი ქობალია.