| 27.12.2013                  ყველა  ეროვნული ჩემპიონატის ჯამური ცხრილი                    2013 წლის 19 დეკემბერს დასრულდა საქართველოს   XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საშემოდგომო ნაწილი. საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" ოფიციალური ვებგვერდი, როგორც ყოველთვის, გთავაზობთ საქართველოს ყველა ეროვნული ჩემპიონატის (1990 - 2013 წლები) მონაწილე ყველა გუნდის უმაღლეს ლიგაში ასპარეზობის ამსახველ ჯამურ ცხრილს.  საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”, რომელიც დაარსებულია 2004 წლის 18 ივნისს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 305  მატჩი, აქედან 170  დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 63  შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 72 -ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 493-262. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 573  ქულა.  უნდა გავამახვილოთ თქვენი ყურადღება იმაზე, რომ  ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში ჩატარებულ მატჩებში მარგველთა მიერ გატანილი გოლების  საერთო რაოდენობამ 493  მიაღწია. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ მიმდინარე ჩემპიონატის განახლებიდან მცირე ხანში     ზესტაფონელები საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში გატანილ საიუბილეო 500-ე  გოლს იზეიმებენ.  აქვე უნდა ითქვას იმაზეც, რომ ზესტაფონელთა (აქ მხედველობაში გვაქვს უმაღლეს ლიგაში ქალაქის წარმომადგენელი სამივე კლუბის საერთო მონაგარი) მიერ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში ჩატარებული მატჩების საერთო რაოდენობამ 600  გადააჭარბა და სადღეისოდ 616  შეადგენს.   საინტერესოა ისიც, რომ  ყველა ეროვნული   ჩემპიონატის შედეგების გათვალისწინებით შეჯამებულ ცხრილში მნიშვნელოვანი და   მარგველთათვის ფრიად სასიამოვნო ცვლილება მოხდა - ქალაქ ზესტაფონის   საფეხბურთო კლუბების საერთო მონაგარმა 966     ქულა შეადგინა. შესაბამისად,  მიმდინარე   პირველობის    მიმდინარეობისას იმერლებმა ეროვნული ჩემპიონატის ისტორიაში მოწინავე ქართული კლუბების    ერთ-ერთ წარმომადგენელ ფოთის ”კოლხეთს”   გაუსწრეს და თბილისის   დინამოელთა და ქუთაისის ”ტორპედოს” შემდეგ,  ეროვნული პირველობების    საუკეთესოთა  ჩამონათვალში  საპატიო მესამე პოზიციაზე  გადაინაცვლეს.       
            
              | № | გუნდი | ჩ. | თ | მ | ფ | წ | ბურთები | ქ |  
              | 1 | "დინამო" (თბილისი) (+) | 25 | 773 | 543 | 131 | 99 | 1934-578 | 1760 |  
              | 2 | "ტორპედო" (ქუთაისი) (+) | 22 | 675 | 352 | 131 | 192 | 1168-758 | 1187 |  
              | 3 | ზესტაფონი * (+) | 20 | 616 | 283 | 117 | 216 | 940-828 | 966 |  
              | 2004-13 | "ზესტაფონი" (+) | 10 | 305 | 170 | 63 | 72 | 493-262 | 573 |  
              | 2001-03 | "მეტალურგი" | 2 | 64 | 15 | 11 | 38 | 50-123 | 56 |  
              | 1991-98 | "მარგვეთი" | 8 | 247 | 98 | 43 | 106 | 397-443 | 337 |  
              | 4 | "კოლხეთი-1913" (ფოთი) | 20 | 631 | 274 | 123 | 234 | 910-792 | 945 |  
              | 5 | ”მეტალურგი” (რუსთავი) ** (+) | 18 | 553 | 264 | 126 | 163 | 754-554 | 918 |  
              | 6 | "დინამო"  (ბათუმი) | 20 | 612 | 260 | 131 | 221 | 913-692 | 911 |  
              | 7 | "ვიტ-ჯორჯია" (თბილისი) (+) | 17 | 523 | 248 | 134 | 141 | 716-480 | 878 |  
              | 8 | "სიონი" (ბოლნისი) (+) | 19 | 584 | 207 | 129 | 250 |  | 750 |  
              | 9 | "დილა" (გორი) (+) | 21 | 640 | 208 | 108 | 324 | 752-1011 | 732 |  
              | 10 | ”ზუგდიდი” ***  (+) | 17 | 517 | 179 | 82 | 256 | 672-849 | 619 |  
              | 11 | "ლოკომოტივი" (თბილისი) | 13 | 400 | 174 | 97 | 129 | 503-391 | 619 |  
              | 12 | "გორდა" (რუსთავი) | 14 | 435 | 181 | 76 | 178 | 680-612 | 619 |  
              | 13 | "სამტრედია" | 13 | 408 | 143 | 72 | 193 | 544-681 | 501 |  
              | 14 | "შევარდენი" (თსუ) (თბილისი) | 12 | 373 | 134 | 70 | 169 | 510-571 | 472 |  
              | 15 | "გურია"  (ლანჩხუთი) (+) | 11 | 338 | 124 | 45 | 169 | 491-657 | 417 |  
              | 16 | "სამგურალი" (წყალტუბო) | 11 | 333 | 113 | 53 | 167 | 396-584 | 392 |  
              | 17 | "ივერია" (ხაშური) | 7 | 213 | 62 | 31 | 120 | 235-416 | 217 |  
              | 18 | ”სპარტაკი” (ცხინვალი) **** (+) | 8 | 247 | 55 | 50 | 142 | 219-443 | 215 |  
              | 19 | "კახეთი" (თელავი) | 7 | 214 | 62 | 27 | 125 | 269-473 | 213 |  
              | 20 | "ცხუმი" (”დინამო”) (სოხუმი)  | 5 | 153 | 59 | 22 | 72 | 265-269 | 199 |  
              | 21 | "ალაზანი" (გურჯაანი) | 4 | 125 | 55 | 20 | 50 | 197-224 | 185 |  
              | 22 | "ამერი"  (თბილისი) | 3 | 82 | 47 | 13 | 22 | 133-67 | 154 |  
              | 23 | "ბორჯომი" | 4 | 112 | 38 | 19 | 55 | 132-185 | 133 |  
              | 24 | "კოლხეთი" (ხობი) | 4 | 119 | 33 | 25 | 61 | 154-208 | 124 |  
              | 25 | "ჩიხურა" (საჩხერე) (+) | 3 | 77 | 33 | 17 | 27 | 99-107 | 116 |  
              | 26 | "მზიური" (გალი) | 3 | 91 | 33 | 16 | 42 | 125-162 | 115 |  
              | 27 | "ამირანი" (ოჩამჩირე) | 3 | 91 | 27 | 21 | 43 | 111-148 | 102 |  
              | 28 | "მერცხალი" (ოზურგეთი) | 4 | 123 | 24 | 22 | 77 | 122-248 | 94 |  
              | 29 | "მრეტები" (თბილისი) | 3 | 106 | 26 | 15 | 65 | 114-210 | 93 |  
              | 30 | "საპოვნელა" (თერჯოლა) | 2 | 66 | 25 | 11 | 30 | 98-122 | 86 |  
              | 31 | "გაგრა" | 3 | 102 | 21 | 23 | 58 | 88-160 | 86 |  
              | 32 | "მერანი"  (მარტვილი) (+) | 3 | 86 | 25 | 10 | 51 | 87-146 | 85 |  
              | 33 | "მესხეთი" (ახალციხე) | 2 | 56 | 18 | 14 | 24 | 52-72 | 68 |  
              | 34 | "სულორი" (ვანი) | 2 | 57 | 19 | 10 | 28 | 82-123 | 67 |  
              | 35 | "მაღაროელი" (ჭიათურა) | 2 | 66 | 18 | 11 | 37 | 81-145 | 65 |  
              | 36 | "არსენალი"  (თბილისი) | 2 | 58 | 14 | 14 | 30 | 55-94 | 56 |  
              | 37 | ”სპარტაკი”  (თბილისი) | 2 | 62 | 12 | 11 | 39 | 44-115 | 47 |  
              | 38 | "მერანი"   (თბილისი) |  2 |  52 |  12 |  9 |  31 |  35-95 |  45 |  
              | 39 | "შუქურა" (ქობულეთი) | 1 | 30 | 13 | 3 | 14 | 44-57 | 42 |  
              | 40 | "მცხეთა-ურიონი" | 1 | 33 | 12 | 5 | 16 | 41-63 | 41 |  
              | 41 | "დურუჯი" (ყვარელი) | 2 | 60 | 9 | 4 | 47 | 51-192 | 31 |  
              | 42 | "მილანი" (წნორი) | 1 | 32 | 6 | 8 | 18 | 18-54 | 26 |  
              | 43 | "თბილისი"  (დინამო-2)  | 1 | 28 | 6 | 6 | 16 | 33-57 | 24 |  
              | 44 | "ეგრისი"  (სენაკი) | 1 | 30 | 5 | 2 | 23 | 42-90 | 17 |  
            
              | პირობითი აღნიშვნები: (ჩ) - ჩემპიონატების საერთო რაოდენობა, (თ) - თამაშების საერთო რაოდენობა, (მ) - მოგებათა საერთო რაოდენობა, (ფ) - ფრეთა საერთო რაოდენობა, (წ) - წაგებათა საერთო რაოდენობა, (ქ) - ქულათა საერთო რაოდენობა.   შენიშვნები:  * - მოცემულია ქალაქ ზესტაფონის გუნდების (”მარგვეთი”, ”მეტალურგი” და ”ზესტაფონი”) საერთო მონაგარი.   ** - საფეხბურთო კლუბ ”თბილისის” (ყოფილი ”მერანი-91”) საერთო მონაგარს ემატება რუსთავის საფეხბურთო კლუბების ”ოლიმპისა” და ”მეტალურგის” შედეგები.    *** -  მოცემულია ქალაქ ზუგდიდის გუნდების (”ოდიში”,  ”მგლები”, ”ბაია” და "ზუგდიდის" ) საერთო მონაგარი.   **** -  მოცემულია ქალაქ ცხინვალის გუნდების (”ლიახვი”, ”ცხინვალი” და ”სპარტაკი”) საერთო მონაგარი.   (+) - XXV ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე.  |     შეგახსენებთ იმასაც, რომ, თბილისურ "დინამოსთან" და "ვიტ-ჯორჯიასთან" ერთად, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” წარმოადგენს   ქართული კლუბების  სამეულს, რომელსაც დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის არსებობის ხანაში სამივე ქართული ტიტულის (ჩემპიონის ოქრო, ეროვნული თასი და სუპერთასი) მოპოვება მოუხერხებია. ზემოთნახსენები "ტრიოს" გარდა, ასეთი შედეგისათვის არც ერთ ქართულ კლუბს არ მიუღწევია.  აქვე გეტყვით იმასაც, რომ დღიდან შექმნისა  საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”  გამართული აქვს 67  მატჩი დავით ყიფიანის სახელობის  საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების ფარგლებში, რომელთაგან 40   დასრულდა მარგველთა  გამარჯვებით, 14  დასრულდა ფრედ, 13-ჯერ კი  ზესტაფონელები დამარცხდნენ, ბურთების სხვაობაა 123-50. ამ მატჩებში   ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 134  ქულა. საქართველოს სუპერთასის გათამაშებაში კი იმერლებს 3-ჯერ უთამაშია - ამ მატჩებში მათ თითო გამარჯვება, ფრე, მარცხი და გატანილ-მიღებული ბურთების დადებითი ბალანსი 3-2 დაუგროვდათ.  ორიოდე სიტყვით შევეხებით ევროსარბიელსაც - ევროპულ საკლუბო ტურნირებში მარგველებს გამართული აქვთ 22 მატჩი, რომელთაგან 6  დასრულდა მათი  გამარჯვებით, 6  დასრულდა ფრედ, 10-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა ოპონენტებმა. ბურთების სხვაობაა 35-28.  თქვენს სამსჯავროზე გამოტანილი დღევანდელი პუბლიკაციის შეჯამებისას კი მოგახსენებთ, რომ სულ, 2013 წლის 25 დეკემბრის  მდგომარეობით, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს”  გამართული აქვს 397 ოფიციალური მატჩი, მოპოვებული აქვს 217   გამარჯვება და 84   ფრე, განცდილი აქვს 96   მარცხი, მეტოქეთა კარში გატანილი 654  აქვს და მიღებული აქვს 342  ბურთი.   |