Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
TOP.GE
 
 

 

 
 

 

25.12.2013

 

 

 

 

 

 

 

ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი ციფრებში

 

 

 

 

 

 

 

 

 

საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი მიმდინარე წლის 19 დეკემბერს დასრულდა. ტრადიციისამებრ, გთავაზობთ სხვადასხვა ხასიათის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.

 

 

დღეისათვის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში გამართული 305 მატჩი დაუგროვდა. აქედან 170 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 63 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 72-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ამ ციფრებიდან გამომდინარე, სულაც არაა გასაკვირი გატანილი და გაშვებული ბურთების დადებითი ბალანსი - 493-262. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 573 ქულა.

 

რაც შეეხება ეროვნული პირველობის ეგიდით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების ოდენობით საუკეთესო შედეგს, ის დღეისათვის ზესტაფონელთა მაისურით 155 მატჩის ჩამტარებელ როინ კვასხვაძე ეკუთვნის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მარგველთა კაპიტანს გუნდის ღირსება ერთბაშად 9 ეროვნულ ჩემპიონატში დაუცავს.

 

მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის 17 მატჩში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 25 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 19 გოლიდან 18 ზემოიმერული გუნდის 8 ფეხბურთელის ანგარიშზეა, ერთიც საკუთარ კარში "ტორპედოს" მცველმა გიორგი ხიდეშელმა გაიტანა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის, რომ "ზესტაფონი" უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გუნდებს შორის ერთ-ერთი ახალგაზრდული კოლექტივია - მარგველთა გუნდის საშუალო ასაკი სულ რაღაც 22 წელს შეადგენს.

 

საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპის მსვლელობისას ზემოიმერლებმა 29 ყვითელი და 3 წითელი ბარათი მიიღეს. ყველაზე შედეგიანად "ზესტაფონის" თავდასხმის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 10 გატანილი გოლია, ნახევარდაცვის ხაზის წარმომადგენლებმა თავი 7 გატანილი გოლით გამოიჩინეს, მცველებმა კი მხოლოდ 1 გოლი გაიტანეს.

 

19 გატანილი გოლიდან 9 ზესტაფონელებმა გასვლით შეხვედრებში გაიტანეს, შინ კი მეტოქის კარის აღება 10-ჯერ მოახერხეს. გოლების დიდი ნაწილი (6) მარგველებმა მატჩების დასკვნით 15 წუთში გაიტანეს, რაც საერთო რიცხვის 31,6 % შეადგენს. 3-3 გოლი (15,8 %) 0-15, 30-45 და 45-60 წუთების შუალედში იქნა გატანილი. ყველაზე ნაკლები გოლი კი იმერლებს 15-30 და 60-75 - სულ რაღაც 2-2 (10,5-10,5 %). 17 შეხვედრის პირველ ტაიმებში - 8 (42,1 %), ხოლო მეორე ტაიმებში - 11 (57,9 %) გოლია გატანილი. ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ 4-4 გატანილი გოლით იმერელთა საუკეთესო ბომბარდირები ირაკლი ქობალია და საბა ლომია არიან.

 

 

 

 
XXV ეროვნული ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპზე ”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები

ფეხბურთელი

თამაში

წუთი

გოლი

ყვით.

წით.

როინ კვასხვაძე
16
1440
- 15

-

-

რენე ფერეირა

16

1351
-
3

-

ლევან შარიქაძე

16

1234

2

3

-

თორნიკე გრიგალაშვილი

15

1350

-

2

-

ნაემეკა აჯურუ

15

1331

-

1

-

ვახტანგ ჭანტურიშვილი

15

1183

3

4

1

თედორე გრიგალაშვილი

13

1123
-
3
1

საბა ლომია

13

804

4

1

-

გურამ სამუშია

13

700

-

1

-

ლევან კუტალია

13

669

-

2

-

ილია კანდელაკი

12

999

-

-

-

ავთო ენდელაძე

12

430

1

-

-

სანდრო გურული

 

11

649

-

-

-

 

ფეხბურთელი

თამაში

წუთი

გოლი

ყვით.

წით.

მალხაზ გაგოშიძე

10

688

-

1

-

ირაკლი ქობალია

8

678

4

4

-

გიორგი ადამია

8

596

2

1

-

მიშო სარდალიშვილი

8

159

-

-

-

გიორგი ჭანკოტაძე

7

436

1

1

-

გიორგი კაჭკაჭიშვილი

6

513

1

2

1

ოთარ კვერნაძე

3

7

-

-

-

ბორისლავ ტერზიჩი

2

180

-

-

-

დავით რაჟამაშვილი

2

92

-

-

-

მოჰამედ რეკრუკი

2

34

-

-

-

კახაბერ მეშველიანი

1

90

-

-

-

ნოდარ კიკნაველიძე

1

5

-

-

-

გიორგი ხიდეშელი (ტორპედო, ავტოგოლი)

-

-

1

-

-

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013