19.12.2013
დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტური
2013 წლის 19 დეკემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთვრამეტე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები ”გურიას” მეორე გუნდს ლანჩხუთში ესტუმრნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: ბორის გიორგაძე, კუპრაშვილი (ანდრო გიორგაძე, 83), რობაქიძე, ნაცვლიშვილი, მოსიძე, ომარ გრიგალაშვილი, მაკარიძე (კვანტალიანი, 68), ბარბაქაძე (ვაჭარაძე, 52), კვარაცხელია, ეგუტიძე (ჭურაძე, 83), ჩუბინიძე (ჭეიშვილი, 46).
ლანჩხუთელთა დუბლიორებისა და ზესტაფონელთა მეორე გუნდის დღევანდელი დაპირისპირება ევგრაფი შევარდნაძის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფ საფარზე გუნდებს ძალიან უჭირდათ შინაარსიანი ფეხბურთის ჩვენება, მაგრამ უნდა ითქვას, რომ მატჩი უკომპრომისო ბრძოლაში წარიმართა. ორივე გუნდი შეუპოვრად იბრძოდა და გამარჯვების გოლის გატანის შანსები სტუმარ-მასპინძელს თანაბრად მიეცათ. ამის მიუხედავად, საბოლოოდ ანგარიში არ გახსნილა - ფრე 0-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |