|   07.12.2013             გორელებთან მატჩისთვის სამზადისი                  საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”     საქართველოს XXV  ეროვნული ჩემპიონატის მეთექვსმეტე ტურის   მატჩისათვის ემზადება.   8 დეკემბერს გორში გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელები ადგილობრივ   საფეხბურთო კლუბ "დილას" ესტუმრებიან.        გორელებთან       მატჩისათვის     იმერელთა მზადების პროცესს ხელმძღვანელობს გია გეგუჩაძე, რომელიც უკრაინაში სამუშაო ვიზიტისა და სამწვრთნელო PRO-ლიცენზიის წარმატებით გახანგრძლივების შემდეგ, ისევ შეუდგა გუნდის   გაწვრთნის საქმეს.    რაც შეეხება "ზესტაფონისა" და გორის "დილას" დაპირისპირებათა ისტორიას, ის 2004-2005 წლების სეზონიდან იწყება და სადღეისოდ   ეროვნული ჩემპიონატის  ეგიდით გამართულ   19 შეხვედრას ითვლის.  ამ გუნდების მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა -    13 მატჩი იმერლებმა მოიგეს, 6  კი შიდაქართლელებმა. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც დიდი უპირატესობა ზესტაფონელთა მხარესაა - 35-18.     გორის "დილასთან" 8 დეკემბერს  თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გასამართი შეხვედრა, რომელსაც  ეროვნული კატეგორიის არბიტრი ალექსანდრე    კრიჭაშვილი  მოემსახურება,    14:00 საათზე დაიწყება.  მატჩის პირდაპირი ტელერეპორტაჟი კი "პირველი არხის" ეთერში გადაიცემა.    ჩვენი კლუბის  პრეს-სამსახური          ზესტაფონელთა ვარჯიშის ამსახველ  ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...       |