Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

03.12.2013

 

 

 

 

 

 

მორიგი დერბისთვის მზადება

 

 

 

 

 

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას აგრძელებს. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთუთმეტე ტურის 4 დეკემბერს გასამართ შეხვედრაში ზესტაფონელები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საჩხერის საფეხბურთო კლუბ "ჩიხურას" უმასპინძლებენ.

 

გუნდი საჩხერელებთან მატჩისათვის საკუთარ ბაზაზე ემზადება. საინტერესოა, რომ მიმდინარე პირველობის კალენდრის მიხედვით, "ზესტაფონს" ერთმანეთის მიყოლებით მესამე "დერბის" გამართვა უწევს - ქუთაისში გამართული იმერული დუელისა და ბოლო ტურში მოგებული მეტალურგთა ქალაქების დერბის შემდეგ, ამჯერად ზესტაფონელებს კიდევ ერთ იმერულ გუნდთან დაპირისპირება ელით...

 

სასიამოვნოა, რომ ტრავმებით გამოწვეული იძულებითი უქმობის შემდეგ, საერთო ჯგუფში ვარჯიში დაიწყეს გიორგი ადამიამ და თედორე გრიგალაშვილმა. რაც შეეხება ირაკლი ქობალიას, ამ ეტაპზე ის ინდივიდუალური პროგრამით ემზადება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ ზესტაფონელთა სერბმა ნახევარმცველმა იგორ იელიჩმა სერბეთში გაკეთებული ოპერაციის შემდეგ, სარეაბილიტაციო კურსს სამშობლოშივე გადის და წესით, გუნდს ზამთრის პაუზის დასრულების შემდეგ უნდა შეუერთდეს.

 

საჩხერის "ჩიხურასთან" 4 დეკემბერს გასამართი შეხვედრა, რომელსაც სამტრედიელი ფიფას არბიტრი თორნიკე გვანცელაძე მოემსახურება, 18:00 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირი ინტერნეტ-ტრანსლაცია საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ოფიციალურ ვებ-გვერდზე გადაიცემა.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი ზესტაფონელთა ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013