|   01.12.2013               დუბლიორთა ტურნირის მეთოთხმეტე ტური                      1      დეკემბერს გაიმართა  საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეთოთხმეტე ტურის მატჩები.   საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის”   რეზერვისტებმა   საკუთარ ბაზაზე    რუსთავის   ”მეტალურგის”   მეორე გუნდს უმასპინძლეს.
   ზესტაფონელებმა    ასეთი   შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი,    რობაქიძე, გიორგაძე (ნაცვლიშვილი, 51), კუპრაშვილი, გოგია (ომარ გრიგალაშვილი, 79), კიკნაველიძე (ახალაძე, 46), ბარბაქაძე, მაკარიძე,  მიქელთაძე (ჩუბინიძე, 72), ეგუტიძე (კვარაცხელია, 46), კვერნაძე.    დუბლიორთა მიმდინარე პირველობის ერთპიროვნულ ლიდერ რუსთაველებთან შეხვედრა მასპინძელთათვის კარგად დაიწყო - უკვე 5-ე წუთზე ზესტაფონელები ოთარ კვერნაძემ დააწინაურა. თავის მხრივ, სტუმრებმა ანგარიში 12-ე წუთზე შალვა ექვთიმიშვილის გოლით  გაათანაბრეს, ხოლო 23-ე წუთზე ივანე ხაბელაშვილმა წინ უკვე ქვემოქართლელები გაიყვანა.     ზესტაფონელები მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ეგუებოდნენ და 60-ე წუთზეულამაზესი დარტყმით  წონასწორობა ბადრი კვარაცხელიამ აღადგინა. 62-ე ბექა ოქროპირიძის გოლის წყალობით წინ ისევ რუსთაველები გავიდნენ, მანვე 77-ე წუთზე სტუმართა უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა. მართალია, 89-ე წუთზე იმერლებმა ანგარიშში სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს (გოლი ოთარ კვერნაძის ანგარიშზეა), თუმცა მატჩის გადარჩენა მათ ვეღარ მოახერხეს. რუსთაველთა გამარჯვება ანგარიშით 4-3.        დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი  |