საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 30 ნოემბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრაში, ზესტაფონელები რუსთავის საფეხბურთო კლუბ "მეტალურგს" უმასპინძლებენ.
მარგველთა პირველი გუნდი 26 ნოემბერს ზესტაფონში შეიკრიბა და ქვემოქართლელებთან მატჩისათვის მზადებას კლუბის ბაზაზე შეუდგა. ეროვნული ჩემპიონატის მეთოთხმეტე ტურის შეხვედრა შაბათს, 30 ნოემბერს, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური კი დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...