Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

20.11.2013

 

 

 

 

 

 

კიდევ ერთი ამხანაგური მატჩი

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 20 ნოემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” კიდევ ერთი საკონტროლო მატჩი გამართა. კლუბის ბაზაზე ჩატარებულ სპარინგ-შეხვედრაში ზესტაფონელები პირველი ლიგის წარმომადგენელ თერჯოლის საფეხბურთო კლუბ ”საპოვნელას” დაუპირისპირდნენ.

 

ზესტაფონელთა დამრიგებელმა გია გეგუჩაძემ თერჯოლელებთან სპარინგში თავის გამოჩენის შანსი ერთბაშად 20 ფეხბურთელს მისცა. აღსანიშნავია ისიც, რომ მწვანე მინდორს დაუბრუნდა ტრავმამოშუშებული ალექსანდრე გურული. შეხვედრამ ფეხბურთის მოყვარულთა შორის საკმაო ინტერესი გამოიწვია და მას 200-მდე ადგილობრივი და თერჯოლელი ქომაგი დაესწრო.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: კვასხვაძე (მეშველიანი, 46), თორნიკე გრიგალაშვილი, რენე ფერეირა (კაჭკაჭიშვილი, 46), გაგოშიძე, კანდელაკი (კიკნაველიძე, 46), აჯურუ (რაჟამაშვილი, 46), ჭანტურიშვილი (სამუშია, 46), შარიქაძე (ენდელაძე, 46), ჭანკოტაძე (რეკრუკი, 46), გურული (სარდალიშვილი, 46), ლომია (კვერნაძე, 46).

 

ანგარიში მატჩის დებიუტშივე გაიხსნა - უკვე 8-ე წუთზე თავის გუნდი ვახტანგ ჭანტურიშვილმა დააწინაურა. პირველი ტაიმი მასპინძელთა დიდი სათამაშო და ტერიტორიული უპირატესობით კი წარიმართა, მაგრამ თერჯოლელთა კართან შექმნილი მომენტების სიმრავლის მიუხედავად, ანგარიში აღარ შეცვლილა.

 

სამაგიეროდ, მეორე ტაიმი გამოდგა უხვგოლიანი. შეხვედრის 70-ე წუთზე ზესტაფონელთა უპირატესობა უფრო თვალსაჩინო ოთარ კვერნაძემ გახადა, 73-ეზე ლამაზი და ზუსტი დარტყმით თავი მოჰამედ რეკრუკმა გამიჩინა, ხოლო 76-ე წუთზე ოთარ კვერნაძემ დღევანდელ შეხვედრაში თავის მეორე გოლი გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - "ზესტაფონის" გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013