Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 

17.11.2013

 

 

 

 

 

 

 

დამაჯერებელი გამარჯვება ამხანაგურ შეხვედრაში

 

 

 

 

 

 

 

 

2013 წლის 17 ნოემბერს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” ამხანაგური მატჩი გამართა - დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ საკონტროლო შეხვედრაში ზემოიმერლები უმაღლესი ლიგის ბინადარ მარტვილის საფეხბურთო კლუბ ”მერანს” დაუპირისპირდნენ.

 

იმერლებმა ფეხბურთელთა მთელი ჯგუფი მოისაკლისეს - საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მივლინებული ზესტაფონელთა სამეულის (კახაბერ მეშველიანი, თორნიკე და თედორე გრიგალაშვილები) არყოფნას გიორგი ადამიას, ირაკლი ქობალიას და სანდრო გურულის ტრავმებით გამოწვეული იძულებითი უქმობაც დაემატა...

 

შედეგად, გია გეგუჩაძემ მინდორზე ასეთი შემადგენლობა გაიყვანა: კვასხვაძე (მახათაძე, 55), კუტალია (რობაქიძე, 46), კაჭკაჭიშვილი, რენე ფერეირა (ენდელაძე, 46), გაგოშიძე, აჯურუ (ჭანტურიშვილი, 46), კანდელაკი (შარიქაძე, 46), რეკრუკი (ჭანკოტაძე, 46), რაჟამაშვილი, სამუშია (სარდალიშვილი, 46), ლომია (კვერნაძე, 46).

 

უგოლოდ დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, შეხვედრის მეორე ნახევარი ზესტაფონელთა სწრაფი გოლით დაიწყო - 48-ე წუთზე გიორგი ჭანკოტაძე ერთბაშად რამდენიმე ფეხბურთელს გასცდა და მეტოქის საჯარიმოს მიახლოვებულმა ბურთი კარში ზუსტი დარტყმით გადაგზავნა. მეორე გოლის გასატანად პირველი გოლის ავტორ ჭანკოტაძეს სულ რაღაც 2 წუთი დასჭირდა - ავთო ენდელაძესთან ერთი შეხებით გათამაშებული ლამაზი კომბინაციის შემდეგ, გიორგი დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა და მარტვილელთა გოლკიპერ მიხეილ ხარშილაძეს კარის გადარჩენის შანსი არ დაუტოვა.

 

54-ე წუთზე ანგარიში 3-0 გახდა - ჭანკოტაძე-სარდალიშვილის მონაწილეობით განვითარებული სწრაფი კომბინაცია ამ უკანასკნელის სტუმართა საჯარიმოში ჩაწოდებითა და ოთარ კვერნაძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა. 70-ე წუთზე თავი უკვე თავად მიხეილ სარდალიშვილმა გამოიჩინა, ასისტენტობა კი მას ოთარ კვერნაძემ გაუწია. 72-ე წუთზე ავთო ენდელაძის გოლის ჯერიც დადგა, საგოლე გადაცემით ის პირველი ორი გოლის ავტორმა ჭანკოტაძემ მოამარაგა.

 

მარტვილელებმა ანგარიშის "დასასველებლად" გაიწიეს და 81-ე წუთზე, კრის ბანებას წაქცევისათვის დანიშნული პენალტი გოლად თეიმურაზ ფარულავამ აქცია. ამის მიუხედავად, დღევანდელ მატჩში "ბოლო სიტყვა" მაინც მასპინძლებმა თქვეს - 83-ე წუთზე ზესტაფონელთა შემტევმა ოთარ კვერნაძემ დუბლი გაიფორმა და დღევანდელი მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა. მარგველთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 6-1.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013