06.11.2013
ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის სტატისტიკა
საქართველოს XXV ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის პირველი წრე მიმდინარე წლის 4 ნოემბერს დასრულდა. ტრადიციისამებრ, გთავაზობთ სხვადასხვა ხასიათის სტატისტიკურ ინფორმაციას, რომელიც საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონსა” და კლუბის ფეხბურთელთა ინდივიდუალურ მიღწევებს უკავშირდება.
დღეისათვის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატებში გამართული აქვს 299 მატჩი, აქედან 167 დასრულდა ზესტაფონელი ფეხბურთელების გამარჯვებით, 62 შეხვედრაში დაფიქსირდა ფრე, 70-ჯერ კი იმარჯვეს ზესტაფონელთა მეტოქეებმა. ბურთების სხვაობაა 486-255. ამ მატჩებში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” მოპოვებული აქვს 563 ქულა.
რაც შეეხება ეროვნული პირველობის ეგიდით საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით გამართული მატჩების ოდენობით საუკეთესო შედეგს, ის დღეისათვის ზესტაფონელთა მაისურით 149 მატჩის ჩამტარებელ როინ კვასხვაძეს ეკუთვნის. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მარგველთა კაპიტანს გუნდის ღირსება ერთბაშად 9 ეროვნულ ჩემპიონატში დაუცავს.
მიმდინარე ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის 11 ტურში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურით 25 ფეხბურთელმა იასპარეზა. ზესტაფონელთა მიერ გატანილი 12 გოლიდან 11, ზემოიმერული გუნდის 5 ფეხბურთელის ანგარიშზეა, ერთიც საკუთარ კარში "ტორპედოს" მცველმა გიორგი ხიდეშელმა გაიტანა. იმერლებმა 15 ყვითელი და 2 წითელი ბარათი მიიღეს. ყველაზე შედეგიანად მარგველთა თავდასხმის ხაზის ფეხბურთელები ირჯებოდნენ - მათ ანგარიშზე 9 გატანილი გოლია, ნახევარდაცვის ხაზის წარმომადგენელთა ანგარიშზე 2 გატანილი გოლია, მცველებს კი გოლი არ გაუტანიათ.
12 გატანილი გოლიდან 6 ზესტაფონელებმა გასვლით შეხვედრებში გაიტანეს, ამდენივეჯერ მათ მოახერხეს მეტოქის კარის აღება საშინაო შეხვედრებში. ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის შემდეგ 4-4 გატანილი გოლით იმერელთა საუკეთესო ბომბარდირები ირაკლი ქობალია და საბა ლომია არიან.
სასიამოვნოა, რომ ინტერნეტ-საიტმა "მსოფლიო სპორტმა" მიმდინარე ჩემპიონატის პირველი წრის სიმბოლურ ნაკრებში 2 ზესტაფონელი - როინ კვასხვაძე და თედო გრიგალაშვილი დაასახელა, გაზეთმა "ლელომ" კი საუკეთესო თერთმეტეულში ჩვენი გუნდის ბრაზილიელი ლეგიონერი რენე ფერეირა დოს სანტოსი შეიყვანა.
|
”ზესტაფონის” ფეხბურთელთა ინდივიდუალური მაჩვენებლები XXV ეროვნული ჩემპიონატის პირველ წრეში |
ფეხბურთელი |
თამაში |
წუთი |
გოლი |
ყვით. |
წით. |
თედორე გრიგალაშვილი |
11 |
943 |
- |
2 |
1 |
რენე ფერეირა |
11 |
901 |
- |
1 |
- |
ლევან შარიქაძე |
11 |
784 |
1 |
- |
- |
გურამ სამუშია |
11 |
679 |
- |
1 |
- |
როინ კვასხვაძე |
10 |
900 |
- 8 |
- |
- |
ილია კანდელაკი |
10 |
900 |
- |
- |
- |
თორნიკე გრიგალაშვილი |
9 |
810 |
- |
2 |
- |
ნაემეკა აჯურუ |
9 |
810 |
- |
- |
- |
ვახტანგ ჭანტურიშვილი |
9 |
661 |
1 |
1 |
1 |
ლევან კუტალია |
9 |
565 |
- |
2 |
- |
ირაკლი ქობალია |
8 |
678 |
4 |
4 |
- |
ავთო ენდელაძე |
8 |
241 |
- |
- |
- |
საბა ლომია
|
7 |
343 |
4 |
- |
- |
|
|
ფეხბურთელი |
თამაში |
წუთი |
გოლი |
ყვით. |
წით. |
გიორგი ადამია |
6 |
523 |
1 |
1 |
- |
სანდრო გურული |
6 |
332 |
- |
- |
- |
მალხაზ გაგოშიძე |
4 |
224 |
- |
1 |
- |
მიშო სარდალიშვილი |
4 |
60 |
- |
- |
- |
ბორისლავ ტერზიჩი |
2 |
180 |
- |
- |
- |
დავით რაჟამაშვილი |
2 |
92 |
- |
- |
- |
ოთარ კვერნაძე |
2 |
6 |
- |
- |
- |
კახაბერ მეშველიანი |
1 |
90 |
- |
- |
- |
გიორგი კაჭკაჭიშვილი |
1 |
90 |
- |
- |
- |
გიორგი ჭანკოტაძე |
1 |
8 |
- |
- |
- |
მოჰამედ რეკრუკი |
1 |
6 |
- |
- |
- |
ნოდარ კიკნაველიძე |
1 |
5 |
- |
- |
- |
გიორგი ხიდეშელი (ტორპედო, ავტოგოლი) |
- |
- |
1 |
- |
- |
|
|