28.10.2013
დუბლიორთა ტურნირის მეათე ტური
2013 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეათე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები საკუთარ ბაზაზე მარტვილის ”მერანის” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, რობაქიძე (გიორგაძე, 82), ნაცვლიშვილი, კუპრაშვილი, შალამბერიძე (ბარბაქაძე, 67), კიკნაველიძე, გოგია, ჩუბინიძე (ჭეიშვილი, 57), კვარაცხელია (ახალაძე, 46), მაკარიძე, ეგუტიძე (ომარ გრიგალაშვილი, 72).
დუბლიორთა მიმდინარე ტურნირის კალენდრის თანახმად, დღევანდელ მატჩში მასპინძელი "მერანი" გახლდათ და, წესით, შეხვედრა მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე უნდა გამართულიყო. თუმცა, გუნდები შეთანხმდნენ იმაზე, რომ მატჩი ზესტაფონელთა ბაზაზე ჩატარებულიყო.
"მერანისა" და "ზესტაფონის" დუბლიორთა შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და დღევანდელი დაპირისპირების ბედი ერთადერთმა გატანილმა გოლმა გადაწყვიტა - 11-ე წუთზე სტუმრებმა სწრაფი შეტევა განახორციელეს და ზესტაფონელთა გოლკიპერ გია მახათაძესთან პირისპირ გასულმა გიორგი ქარდავამ მისი გუნდისთვის სამი ქულის მომტანი ბურთი შეაგდო. მარტვილელთა გამარჯვება ანგარიშით 1-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |