საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. 26 ოქტომბერს, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრაში, ზესტაფონელები მარტვილის საფეხბურთო კლუბ "მერანს" ესტუმრებიან.
მარგველთა პირველი გუნდი 22 ოქტომბერს ზესტაფონში შეიკრიბა და მარტვილელებთან მატჩისათვის მზადებას კლუბის ბაზაზე შეუდგა. ეროვნული ჩემპიონატის მეათე ტურის შეხვედრა შაბათს, 26 ოქტომბერს, ეროსი მანჯგალაძის სახელობის სამტრედიის სტადიონზე გაიმართება და 15:00 საათზე დაიწყება.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...