Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

21.10.2013

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

21 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეცხრე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე თბილისის ”ვიტ-ჯორჯიას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ნაცვლიშვილი, რობაქიძე (შალამბერიძე, 55), კუპრაშვილი, რაჟამაშვილი (ბარბაქაძე, 84), ჭანტურიშვილი (მაკარიძე, 63), კიკნაველიძე, რეკრუკი (კვარაცხელია, 73), სამუშია (გოგია, 63), სარდალიშვილი, კვერნაძე.

 

შეხვედრის პირველი ნახევარი ზესტაფონელთა უდიდესი ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით კი წარიმართა, თუმცა გოლის გატანა მათ მხოლოდ ერთხელ, 36-ე წუთზე მოახერხეს - სტუმართა კართან კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ ბურთი მარტო მყოფ მოჰამედ რეკრუკს მიუვიდა და მისი ზუსტი დარტყმის შემდეგ ანგარიშიც გაიხსნა. მარგველები გოლამდეც და გოლის შემდეგაც ბევრს უტევდნენ თბილისელთა კარს, რამდენიმე აშკარა საგოლე მომენტიც შექმნეს, თუმცა ყველა ეს შესაძლებლობა გაანიავეს...

 

მასპინძლებმა მომენტების განიავება, პირველი ტაიმის მსგავსად, მეორე ტაიმის პირველ ნაწილშიც განაგრძეს - გურამ სამუშიას, ოთარ კვერნაძეს, მიხეილ სარდალიშვილსა და იმერელთა სხვა ფეხბურთელებს ყველა მომენტი რომ გამოეყენებინათ, ანგარიში ნამდვილად ორნიშნა გახდებოდა. და მაინც, 72-ე წუთზე ანგარიში ორამდე გაიზარდა - გიორგი მაკარიძემ მშვენიერი სოლორეიდი განახორციელა, შეტევის მარჯვენა ფრთიდან სტუმართა საჯარიმოში შეიჭრა და უზუსტესი დარტყმით ბურთი სტუმართა კარის ბადეში გადაგზავნა.

 

85-ე წუთზე, სტანდარტული მდგომარეობიდან ნოდარ კიკნაველიძის კარგი ჩაწოდების შემდეგ თავის გოლი ოთარ კვერნაძემ მაინც გაიტანა. ბოლო წერტილი კი მასპინძლელთა მიერ მშვენივრად გაათამაშებული სწრაფი იერიშისა და ოთარ კვერნაძის ზუსტი პასის შემდეგ ბერიკა ბარბაქაძემ 87-ე წუთზე დასვა. ზესტაფონელთა გამარჯვება დიდი ანგარიშით 4-0.

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013