მიმდინარე წლის 20 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეცხრე ტურის შეხვედრები. ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” თბილისის საფეხბურთო კლუბ ”ვიტ-ჯორჯიას” უმასპინძლა.
უფრო აქტიურად შეხვედრა სტუმრებმა დაიწყეს და მატჩის დებიუტში ერთმანეთის მიყოლებით ორი სახიფათო მომენტიც შექმნეს როინ კვასხვაძის კართან. მასპინძლები გონს მალე მოვიდნენ და 16-ე წუთზე თბილისელთა საჯარიმო მოედნის სიახლოვეს დანიშნული ჯარიმა გოლად აქციეს - სანდრო გურულის ჩაწოდების შემდეგ საბა ლომიამ ბურთი სტუმართა კარში თვით გადაგზავნა. იმის მიუხედავად, რომ გატანილი გოლის შემდეგ იმერლები კვლავაც აქტიურობდნენ, პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში გათანაბრდა - 38-ე წუთზე მიზანს ლაშა კასრაძის ზუსტმა თავურმა მიაღწია.
დღევანდელი მატჩის მოერე ნახევარი ზესტაფონელთა კარნახით წარიმართა და გოლის გატანის შესაძლებლობა ჯერ ალექსანდრე გურულს მიეცა, როდესაც ის ახლო მანძლიდან თავით ურტყავდა, შემდეგ გურამ სამუშიას მახვილგონივრული დარტყმა სტუმართა კარის ძელს მოხვდა. კარის აღებასთან ახლოს ლევან შარიქაძე და საბა ლომიაც იყვნენ, თუმცა შეხვედრის ბოლომდე პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა - ფრე 1-1.