Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 

 
 
 
 

 

 
 

 

07.10.2013

 

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტურნირის მერვე ტური

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

7 ოქტომბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მერვე ტურის მატჩები. ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ "ბაიას" ბაზაზე ადგილობრივი ”ზუგდიდის” რეზერვისტებმა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.

 

ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, რობაქიძე, ნაცვლიშვილი, კუპრაშვილი, შალამბერიძე (ბარბაქაძე, 76), ახალაძე, გოგია, ენდელაძე, რეკრუკი, მაკარიძე (ჩუბინიძე, 78), კვარაცხელია (ეგუტიძე, 56).

 

დღევანდელ შეხვედრაში ზესტაფონელ ახალგაზრდებს გაცილებით უფროსი ასაკის მეტოქესთან ოპონირება მოუხდათ. "ზესტაფონის" მეორე გუნდის დუბლიორებს, რომელთა უმეტესობა 1996 წელსაა დაბადებული, უმაღლეს ლიგის მატჩებში გამოცდილი ფეხბურთელების ერთბაშად მთელი ჯგუფი დაუპირისპირდა. აღარაფერს ვამბობთ 30 წელს გადაცილებულ ეგვიპტელ თავდამსხმელ ჯამალ ჰამზასა და მცველ როინ ონიანზე. სტუმართაგან კი "დიდებში" თამაშის გარკვეული გამოცდილება მხოლოდ ავთო ენდელაძესა და მოჰამედ რეკრუკს გააჩნდათ.

 

ზუგდიდელთა პირველივე შეტევა გოლით დასრულდა - უკვე 2-ე წუთზე მასპინძლები გიორგი ბულიამ დააწინაურა. სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე, 5-ე წუთზემოახერხეს - თავი ზუსტი დარტყმით ავთო ენდელაძემ გამოიჩინა. ზესტაფონელები საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ და გაცილებით გამოცდილ მეტოქეს კომბინაციური და ლაღი სტილი დაუპირისპირეს, თუმცა 21-ე წუთზე სტუმრებს ზუგდიდელთა კონტრიერიში გამოეპარათ და გიორგი პაჭკორიამ წინ ისევ თავის გუნდი გაიყვანა.

 

მეორე ტაიმში მოვლენები ისე წარიმართა, რომ მატჩის ბედის სათავისოდ გადაწვეტის შანსები ორივე მხარეს მიეცა. სტუმრები შეეცადნენ მატჩის გადარჩენას, თუმცა საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს, ხოლო მატჩის მიწურულს (87-ე წუთი), შეტევაში გართულებს მეტოქის კიდევ ერთი კონტრშეტევა გაეპარათ და ზუგდიდელთა შემტევმა აკაკი ფარჯიკიამ დღევანდელი შეხვედრის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა - 3-1.

 

 

 

 

გელა ფარცვანიას ფოტოები

 

დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013