Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

04.10.2013

 

 

 

 

 

 

დუბლიორთა ტესტ-მატჩი 17-წლამდელთა ნაკრებთან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს ზესტაფონმა საინტერესო ამხანაგურ მატჩს უმასპინძლა. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდმა კლუბის ბაზაზე უმასპინძლა ნოდარ აკობიას დამოძღვრილ საქართველოს ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრებს, რომელიც უეფას ევროპის ჩემპიონატის კარსმომდგარი პირველი შესარჩევი ეტაპის მატჩებისათვის ემზადება.

 

საინტერესოა, რომ დღევანდელ შეხვედრაში (მატჩი ორი 40-წუთიანი ტაიმისაგან შედგებოდა) 17-წლამდელთა ნაკრების ღირსებას, სხვა ფეხბურთელებთან ერთად, იცავდნენ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” ორი წარმომადგენელიც. როგორც მოგეხსნებათ, ბექა მიქელთაძე და ნიკა ლაშხია ნაკრებში არიან გამოძახებულნი და, გუნდის მწვრთნელის ნოდარ აკობიას გადაწყვეტილებით, დღევანდელ შეხვედრაში ორივემ სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზა.

 

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში კი წარიმართა, თუმცა ანგარიშის გახსნასთან უფრო ახლოს მასპინძლები იყვნენ. გოლის გატანის რეალური შესაძლებლობა 25-ე წუთზე გიორგი მაკარიძეს მიეცა, თუმცა მის მიერ შესრულებული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა ნაკრების მეკარე ოთარ გოშაძე მოიგერია.

 

მეორე ტაიმის დებიუტში ანგარიში სტუმრებმა გახსნეს - 46-ე წუთზე ჩვიდმეტწლამდელთა ნაკრების სწრაფი იერიში, რომელიც შეტევის მარჯვენა ფლანგიდან განვითარდა, ზუსტი დარტყმით ირაკლი ბიძინაშვილმა დააგვირგვინა.

 

76-ე წუთზე მასპინძლებმა ანგარიში გაათანაბრეს - მარგველთა მრავალსვლიანი შეტევა საბა იონანიძის აუღებელი დარტყმით დასრულდა. საბოლოოდ, მატჩი დასრულდა ფრედ - ანგარიშით 1-1.

 

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით იასპარეზეს:

"ზესტაფონი-2": გიორგაძე (მახათაძე, 57), კუპრაშვილი (ასათიანი, 73), გიორგაძე (მოსიძე, 53), ნაცვლიშვილი (იონანიძე, 71), ახალაძე (ჩიტორელიძე, 60), გოგია (კვანტალიანი, 48), შალამბერიძე (ბარბაქაძე, 53), მაკარიძე (ომარ გრიგალაშვილი, 60), კვარაცხელია (ჩუბინიძე, 50), რეკრუკი (ჭეიშვილი, 57), ეგუტიძე (ვაჭარაძე, 60).

 

17-წლამდელთა ნაკრები: გოშაძე (ბენდიანაშვილი, 41), ართმელაძე, კაციტაძე, ჩომახიძე, გაფრინდაშვილი (გოგიაშვილი, 41), მამუჩიშვილი (კიკნაძე, 41), კომახიძე (ქობულაძე , 41), ჯობავა (კამლაძე , 41), ლაშხია (წივილაშვილი, 41), ცინცქილაძე (ბიძინაშვილი, 41), მიქელთაძე (ნემსაძე, 41).

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013