22.09.2013
დუბლიორთა ტურნირის მეექვსე ტური
22 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეექვსე ტურის მატჩები. საფეხბურთო სკოლა "ავაზას" სტადიონზე ცხინვალის საფეხბურთო კლუბ ”სპარტაკის” რეზერვისტებმა საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ტერზიჩი, გიორგაძე (მაკარიძე 46)), რობაქიძე, კიკნაველიძე, რეკრუკი (მიქელთაძე 68), შალამბერიძე, ლაშხია (ნაცვლიშვილი 89), კვარაცხელია (გოგია 64), ლომია, სარდალიშვილი.
დღევანდელი მატჩის პირველი ნახევარი უგოლოდ დასრულდა, 53-ე წუთზე კი სტუმართა ალჟირელმა ლეგიონერმა მოჰამედ რეკრუკმა თავის გუნდი დააწინაურა. ცხინვალელებმა ანგარიშის გათანაბრება მალევე, 55-ე წუთზემოახერხეს - ზუსტი დარტყმით თავი ლევან თვალავაძემ გამოიჩინა. ზესტაფონელებმა გოლის გასატანად გაიწიეს და საწადელს 75-ე წუთზე მიაღწიეს - მორიგი გამარჯვება "ზესტაფონის" დუბლიორებს საბა ლომიას ზუსტმა დარტყმამ მოუტანა - 2-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |