Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

15.09.2013

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები სათასო მატჩის წინ

 

 

 

 

 

 

 

 

17 სექტემბერს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების განმეორებით მეთექვსმეტედფინალურ შეხვედრას გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე მარგველებს ვანის საფეხბურთო კლუბი ”სულორი” ესტუმრება.

 

როგორც მოგეხსენებათ, ორი იმერული კლუბის პირველი სათასო შეხვედრა 22 აგვისტოს გაიმართა და უმაღლესლიგელი ზესტაფონელების შთამბეჭდავი გამარჯვებით (5-0) დასრულდა. რაც შეეხება სამშაბათს გასამართ შეხვედრას, ის, "ზესტაფონისა" და "სულორის" პირველი მატჩის მსგავსად, "დავით აბაშიძეზე" გაიმართება და 18:00 საათზე დაიწყება.

 

საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის გარემოება, რომ რამდენიმე დღის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს 20 წლის ირაკლი მესხია. უკრაინული პასპორტის მქონე ქართველ ფეხბურთელს, რომელიც ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობს, უკრაინულ კლუბებში "ობოლონსა" და ხარკოვის "მეტალისტში" უასპარეზია. 2012 წელს უკრაინის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ოლეგ კუზნეცოვმა მესხია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის სამ შეხვედრაში ათამაშა, წელს კი ახალგაზრდული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სერგეი კოვალეცმაც მიიწვია გუნდში. ზემოიმერული კლუბისა და ირაკლი მესხიას სამომავლო ურთიერთობის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013