14.09.2013
დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტური
14 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეხუთე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტებმა საკუთარ ბაზაზე გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” მეორე გუნდს უმასპინძლეს.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, ნაცვლიშვილი (გოგია, 46), გაგოშიძე, ტერზიჩი, შალამბერიძე (გიორგაძე, 68), ჭანტურიშვილი, კიკნაველიძე (ახალაძე, 46), რეკრუკი (ლაშხია, 46), სარდალიშვილი, მაკარიძე (კვარაცხელია, 54), ლომია.
დღევანდელი შეხვედრის სანახავად ზესტაფონელთა ბაზაზე შეკრებილ გულშემატკივრებსა და ფეხბურთის სპეციალისტებს მოულოდნელი სიურპრიზი მატჩის დაწყებისას ელოდათ - მოედანზე საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" სათამაშო ფორმაში გამოწყობილი ერთბაშად ორი კოლექტივი გამოვიდა. საქმე ისაა, რომ სტუმრებს საკუთარ ეკიპირებასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნათ და დახმარებისათვის მათ თხოვნით მასპინძელ მხარეს მიმართეს ...
შეხვედრა ძალიან დაძაბული და კარგი საყურებელი გამოდგა. მატჩის დებიუტი ზესტაფონელთა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობით წარიმართა და 21-ე წუთზე მათი კარგი შეტევა ნოდარ კიკნაველიძის ზუსტი დარტყმით დაგვირგვინდა.
სტუმრებმა (ლურჯი ფორმებით) ანგარიშის გათანაბრება 25-ე წუთზემოახერხეს - ზუსტი დარტყმით თავი კონსტანტინე გაბაშვილმა გამოიჩინა. პირველი ტაიმის დარჩენილ წუთებში და მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში მარგველი დუბლიორები გამარჯვების გოლის გატანას ცდილობდნენ, ხოლო სტუმრები თავის შანსს სწრაფ კონტრაქციებში ეძებდნენ. ყველაფრის ამის მიუხედავად, მატჩის დასრულებამდე ანგარიში აღარ შეცვლილა - ფრე 1-1.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |