"ზესტაფონისა" და "დილას" ურთიერთობათა ისტორია ციფრებში
თეიმურაზ ღონღაძისა და სანდრო გურულის ორთაბრძოლა
პარასკევს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის პირველობის მორიგ მატჩს გამართავს. დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე გასამართსაქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში ქვეყნის ორგზის ჩემპიონი გორის საფეხბურთო კლუბ ”დილას” უმასპინძლებს.
მარგველთა და შიდაქართლელთა დაპირისპირებათა ისტორია 2004 წლიდან იწყება და სადღეისოდ უკვე 22 შეხვედრას ითვლის. "ზესტაფონისა" და გორის "დილას" მატჩები ტრადიციულად უკომპრომისო ხასიათისაა - ქვეყნის ეროვნული ჩემპიონატის ეგიდით გამართულ 18 შეხვედრაში ზესტაფონელებმა 12 მოიგეს და 6 მატჩში დამარცხდნენ. ცხადია, რომ გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაშიც უპირობო უპირატესობა იმერელთა მხარესაა - 33-18.
გუნდების გზები დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც გადაკვეთილა და აქ, ჩემპიონატში გამართული მატჩებისაგან განსხვავებით, სრული თანაფარდობაა - 3 დაპირისპირებაში მეტოქეებმა თოთო-თითო გამარჯვება მოიპოვეს და ერთი შეხვედრაც ფრედ დასრულდა, ბურთების შეფარდება 5-5. რაც შეეხება საქართველოს სუპერთასზე დაპირისპირებას, მიმდინარე წლის 22 თებერვალს გამართული დრამატული მატჩის ბედი მატჩისშემდგომი პენალტების სერიამ იმერელთა სასარგებლოდ (4-2) გადაწყვიტა.
ზესტაფონელები გორელებთნ მატჩისთვის საკუთარ ბაზაზე ემზადებიან. "დილასთან" პარასკევს გასამართი შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და ამ მატჩის პირდაპირი ონლაინ-რეპორტაჟი ჩვენს საიტზე გადაიცემა ...