Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

04.09.2013

 

 

 

 

 

 

ზესტაფონელები მზადებას შეუდგნენ

 

 

 

 

 

 

 

 

დღეს, 4 სექტემბერს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის მიმდინარე პირველობის მორიგი მატჩისათვის მზადებას შეუდგა. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეხუთე ტურის შეხვედრაში მარგველები გორის საფეხბურთო კლუბ "დილას" დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ.

 

ზემოიმერული კლუბის პირველი გუნდი დღეს ზესტაფონში შეიკრიბა და მორიგი მატჩისთვის მზადებას კლუბის ბაზაზე შეუდგა. დღევანდელ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ როინ კვასხვაძეს, კახაბერ მეშველიანსა და თედორე გრიგალაშვილს. როგორც მოგეხსენებათ, ეს ფეხბურთელები ნაკრებებში ჰყავთ გამოძახებული ეროვნული და ახალგაზრდული გუნდების თავკაცებს. ტრავმის გამო ვარჯიშს გამოაკლდა გიორგი ჭანკოტაძე. სამაგიეროდ, გუნდს დაუბრუნდა ზესტაფონელთა სერბი ლეგიონერი იგორ იელიჩი, რომელსაც ტრავმის გამო რამდენიმე კვირა გაუცდა.

 

ზეგ, 6 სექტემბერს, ზესტაფონელები მარტვილის "მერანთან" ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ. გუნდების საწვრთნელო შტაბების შეთანხმების თანახმად, მარტვილელებთან დაგეგმილი საკონტროლო მატჩი ზესტაფონელთა ბაზაზე გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.

 

აქვე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013