02.09.2013
დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტური
2 სექტემბერს გაიმართა საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მეოთხე ტურის მატჩები. საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რეზერვისტები საჩხერეში ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”ჩიხურას” მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.
ზესტაფონელებმა ასეთი შემადგენლობით იასპარეზეს: მახათაძე, ტერზიჩი, რობაქიძე (ჩუბინიძე, 60), კაჭკაჭიშვილი (ნაცვლიშვილი, 63), გაგოშიძე, შალამბერიძე (კვარაცხელია, 69), მაკარიძე, ენდელაძე, რეკრუკი, კიკნაველიძე, კვერნაძე (ლაშხია, 46).
უნდა ითქვას, რომ ზესტაფონელთა პირველი გუნდის დამრიგებელმა რატკო დოსტანიჩმა, რომელიც დღევანდელ შეხვედრას თვალს საჩხერის სტადიონის ტრიბუნიდან ადევნებდა, საქმეში კლუბის მთავარი გუნდის წევრობის კანდიდატი რამდენიმე ფეხბურთელი იხილა.
თავად დღევანდელი მატჩი საჩხერელთა და ზესტაფონელთა პირველი გუნდების გუშინდელი მატჩის მსგავსი სცენარით წარიმართა. "ჩიხურას" ფეხბურთელებმა ანგარიში პირველ ტაიმში, ალექსანდრე ივანიშვილის მიერ 25-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით, გახსნეს. ამის შემდეგ ინიციატივას ძირითადად სტუმრები ფლობდნენ, თუმცა მატჩის ბოლომდე ანგარიშის შეცვლა ვერაფრით მოახერხეს. "ჩიხურას" დუბლიორთა გამარჯვება მინიმალური ანგარიშით 1-0.
დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |