|   27.08.2013               დუბლიორთა ტურნირის მესამე ტური                       27  აგვისტოს გაიმართა  საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის გუნდების დუბლიორთა ტურნირის მესამე ტურის მატჩები.   რუსთავის სტადიონ "ფოლადზე" საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის”   რეზერვისტები ადგილობრივი საფეხბურთო კლუბ ”მეტალურგის”   მეორე გუნდს დაუპირისპირდნენ.   ზესტაფონელებმა    ასეთი   შემადგენლობით იასპარეზეს: მეშველიანი, რობაქიძე, ნაცვლიშვილი, ჯიქიძე (გიორგაძე, 35), ახალაძე, შალამბერიძე (ვაჭარაძე, 87), გოგია (ლაშხია, 52), კვარაცხელია (ჩუბინიძე, 46), კიკნაველიძე, მაკარიძე, ლომია.   რუსთაველ და ზესტაფონელ   დუბლიორთა  დღევანდელი შეხვედრა   მატჩის დებიუტშივე ქვემოქართლელთა კარში დანიშნული თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმით დაიწყო, თუმცა 4-ე წუთზე სტუმართა დაწინაურების მშვენიერი შანსის გამოყენება ნიკა შალამბერიძემ ვერ მოახერხა. ანგარიში ტაიმის მიწურულს გაიხსნა - მიმდინარეობდა 39-ე წუთი, როდესაც რუსთაველი დუბლიორები გიორგი ბებიამ დააწინაურა.    მეორე ტაიმი ორმხრივი იერიშების აკომპანემენტით წარიმართა. მართალია, სტუმრები  შეეცადნენ მატჩის გადარჩენას, თუმცა მასპინძელთა დაცვის ხაზის მოთამაშეები ყურადღებით თამაშობდნენ. მეტიც, 87-ე წუთზე მასპინძლებმა შეტევაში გართული ზესტაფონელები კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და   ლაშა ციცვიძემ დღევანდელი შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - რუსთაველ  დუბლიორთა  გამარჯვება  ანგარიშით 2-0.          დუბლიორთა ტურნირის სატურნირო ცხრილი |