Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

23.08.2013

 

 

 

 

 

 

სანდრო გურული "ზესტაფონის" ფეხბურთელია

 

 

 

 

 

 

 



საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონ” კიდევ ერთი ფეხბურთელი შეუერთდა - 27 წლის ახალწვეულის სახელია ალექსანდრე გურული. შემტევი ნახევარმცველი, რომელიც მარგველთა ქომაგს უკრაინულ ”კარპატისთან” 3 წლის წინანდელი მატჩებიდან მოყოლებული ახსოვს, ამიერიდან იმერული კლუბის ღირსებას დაიცავს.

 

ორიოდე სიტყვით ზესტაფონელთა ახალწვეულის შესახებ:

სანდრო გურული - ნახევარმცველი; დაბადებული - 09.11.1985; სიმაღლე - 178 სმ, წონა - 73 კგ.

 

ფრანგული ლიონის "ოლიმპიკის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილმა სანდრო გურულმა, რომელმაც თავის პირველი კლუბის ახალგაზრდული გუნდის რიგებში 77 მატჩი ჩაატარა, 2008 წელს კარიერა უკრაინის უმაღლესი ლიგის წარმომადგენელ ლვოვის საფეხბურთო კლუბ ”კარპატიში” გააგრძელა და უკრაინელთა რიგებში 2012 წლამდე იასპარეზა. სწორედ ამ პერიოდში, კერძოდ 2010 წელს, სანდრომ ლვოველთა შემადგენლობაში "ზესტაფონის" წინააღმდეგ იასპარეზა - ქართულ-უკრაინული დუელი უეფას ევროპის ლიგის გათამაშების მესამე საკვალიფიკაციო რაუნდში გაიმართა.

 

2012 წელს ფეხბურთელმა კარიერა გორის "დილაში" გააგრძელა. წინა სეზონის მეორე ეტაპი კი ბათუმის დინამოელთა რიგებში გაატარა. სანდრო გურულს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში სადღეისოდ 6 მატჩი აქვს ჩატარებული და ამ შეხვედრებში 1 გოლი აქვს გატანილი.

 

საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და სანდრო გურულს შორის გაფორმებულია შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე სეზონის ბოლომდე. აქვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ზესტაფონელთა ახალწვეული გუნდის ღირსებას 5-ნომრიანი მაისურით დაიცავს.

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013