Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

21.08.2013

 

 

 

 

 

 

 

სიახლეები სათასო სტარტის წინ

 

 

 

 

 

 

 

 

ხვალ, 22 აგვისტოს, საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშებაში ჩაერთვება. მეტოქეობას ეროვნული თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალურ სტადიაში მარგველებს ვანის საფეხბურთო კლუბი ”სულორი” გაუწევს.

 

უნდა ითქვას იმის შესახებ, რომ იმერული კლუბების პირველი სათასო შეხვედრა გრიგოლ ნიკოლეიშვილის სახელობის ვანის სტადიონზე უნდა გამართულიყო, თუმცა ამ სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, კლუბებისა და ფეხბურთის ფედერაციის შეთანხმების საფუძველზე, იქნა მიღებული გადაწყვეტილება ორივე სათასო მატჩის ზესტაფონში, "დავით აბაშიძეზე", გამართვის შესახებ. ხვალინდელი შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება.

 

საინტერესო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის გარემოება, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშობს 27 წლის სანდრო გურული. ქართველ ფეხბურთელს, რომელიც წარმატებულად ასპარეზობს როგორც ნახევარმცველის, ასევე თავდამსხმელის პოზიციებზე, ფრანგული "ლიონის" ახალგაზრდულ გუნდში, ლვოვის "კარპატში", გორის "დილასა" და ბათუმის "დინამოში" უასპარეზია. ზემოიმერული კლუბისა და სანდრო გურულის სამომავლო თანამშრომლობის საკითხი უახლოეს დღეებში გაირკვევა.

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005 - 2013