|   16.08.2013                 მორიგი იმერული  დერბის მოლოდინში                     18 აგვისტოს  საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”      ეროვნული პირველობის   მორიგ მატჩს გამართავს. საქართველოს XXV    ეროვნული ჩემპიონატის   მეორე ტურში   მორიგი  იმერული დერბი გაიმართება - დავით აბაშიძის სახელობის           სტადიონი  ადგილობრივი ”ზესტაფონის”   და   ქუთაისის საფეხბურთო კლუბ  "ტორპედოს" რიგით ოცდამეერთე საჩემპიონატო დუელს უმასპინძლებს.
        საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის დღემდე გამართულ  20 საჩემპიონატო  მატჩში  9-ში გაიმარჯვეს ზესტაფონელებმა, 5  დასრულდა ფრედ, 6   კი მოიგეს  ქუთაისელებმა.  გატანილი და გაშვებული ბურთების სხვაობაში      მცირე უპირატესობას ზემოიმერელი ფეხბურთელები ფლობენ - 18:17.      ზესტაფონელ და ქუთაისელ ქომაგს კარგად ახსოვს შიდაიმერული "გარჩევები" დავით ყიფიანის სახელობის ეროვნული თასის გათამაშებაშიც.   აქაც მცირე უპირატესობა ზესტაფონელების მხარესაა: სადღეისოდ გამართულ 5   სათასო შეხვედრაში  მარგველებმა იმარჯვეს 2-ში, ასევე 2  მატჩი დასრულდა ფრედ, ქუთათურებმა კი მხოლოდ 1-ხელ  გაიმარჯვეს; ბურთების სხვაობა 5:3 ”ზესტაფონის” სასარგებლოდ.     ქუთაისის   "ტორპედოსთან"  კვირას, 18 აგვისტოს, გასამართი შეხვედრა 19:00 საათზე დაიწყება და მას სირიელი ფიფას არბიტრი აბდულა ბასლეჰლო განსჯის. მანამდე კი ერთმანეთს იმერული კლუბების დუბლშემადგენლობები დაუპირისპირდებიან - "ზესტაფონისა"  და "ტორპედოს" მეორე გუნდების მატჩს  ზესტაფონელთა ბაზა 17 აგვისტოს (17:00 საათზე ) უმასპინძლებს.    |