საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში 15 აგვისტოს გამართული კენჭისყრის შედეგად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს ეროვნული თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალური წყვილები გაირკვა. საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონს” მეტოქედ ვანის “სულორი” ერგო.
ეროვნული თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალში ზესტაფონელთა მეტოქე დღესდღეობით პირველი ლიგის ბინადარია, თუმცა დამოუკიდებელი ეროვნული პირველობის ჩატარების პირველ წლებში ვანელებს ორი სეზონი საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც აქვთ გატარებული.
ეროვნული თასის გათამაშების მეთექვსმეტედფინალური სტადიის ორივე მატჩი 2013 წელს გაიმართება. “სულორი” - “ზესტაფონის” წყვილის პირველ დაპირისპირებას ზესტაფონელები 22 აგვისტოს სტუმრად გამართვაენ, ხოლო განმეორებითი შეხვედრა 17 სექტემბერს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე ჩატარდება.