|   14.08.2013             სპორტულ ჟურნალისტთა საყურადღებოდ!               
 
  როგორც მოგეხსენებათ, 2013 წლის 18  აგვისტოს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის  სტადიონზე გაიმართება საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის  მატჩი, რომელშიც საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი”   ქუთაისის ”ტორპედოს” უმასპინძლებს.
   2013-2014 წლების  სეზონის მატჩებზე სპორტულ ჟურნალისტთა აკრედიტაცია იწარმოებს 2013 წლის 17 აგვისტოს 14:00 საათამდე, რედაქციათა ოფიციალური წერილობითი განცხადებების საფუძველზე.    განცხადებები უნდა გამოიგზავნოს შემდეგ მისამართზე: 2000, ქ. ზესტაფონი, სტაროსელსკის ქ. № 2, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახურს;    შესაძლებელია განცხადებების გამოგზავნა ფაქსით - (0-492)-24-00-24 ან ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე - fczestafoni@rambler.ru    მატჩებზე დასასწრებად მედია-საშუალებებს უწესდებათ შემდეგი ქვოტები:   1. სპორტული გამოცემები - 2 სააკრედიტაციო ბარათი (ფოტოგრაფის ჩათვლით); 2. სატელევიზიო არხები - 2 სააკრედიტაციო ბარათი (ოპერატორის ჩათვლით); 3. გამოცემები, რომლებიც აშუქებენ ფეხბურთს  - 1 სააკრედიტაციო ბარათი;  4. რადიო არხები -  1 სააკრედიტაციო ბარათი.   სააკრედიტაციო ბარათების მიღება შესაძლებელია 18  აგვისტოს, დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის  სტადიონზე, "ზესტაფონი" - "ტორპედოს" მატჩის დაწყებამდე.   |