საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ქვეყნის ახლახან დაწყებული პირველობის მოახლოვებული მატჩებისათვის ემზადება. საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის შეხვედრაში მარგველები დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" უმასპინძლებენ.
ზემოიმერული კლუბის პირველი გუნდი დღეს ზესტაფონში შეიკრიბა და მორიგი იმერული დერბისათვის მზადებას კლუბის ბაზაზე შეუდგა. რატკო დოსტანიჩის გადაწყვეტილებით, ზეგ, 15 აგვისტოს (18:00 საათზე) ზესტაფონელები თერჯოლის "საპოვნელასთან" ამხანაგურ შეხვედრას გამართავენ.
ეროვნული ჩემპიონატის მეორე ტურის ქუთაისის ”ტორპედოსთან” გასამართი მატჩი კი კვირას, 18 აგვისტოს, გაიმართება და 19:00 საათზე დაიწყება.
აქვე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...