10.08.2013
მარგველთა ხუთი ახალწვეული
2013 წლის 10 აგვისტოს დავით აბაშიძის სახელობის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გუნდის ხუთი ახალწვეული წარადგინა. ფეხბურთელებს მიენიჭათ პერსონალური ნომრები და საპატიო ვითარებაში საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” მაისურები გადაეცათ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონს” ხუთი ახალწვეული ჰყავს - ახალგაზრდა ქართველი ფორვარდი ირაკლი ქობალია, რომელიც კლუბის ღირსებას მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაიცავს, გამოცდილი თავდამსხმელი გიორგი ადამია და მცველი ილია კანდელაკი (ორივე 1-1 წლით), სერბი მცველი ბორისლავ ტერზიჩი და ბრაზილიელი ნახევარმცველი რენე ფერეირა დოს სანტოსი (ორივე 2,5-2,5 წლით).
ჩვენი ინტერნეტ-საიტი უკვე იუწყებოდა კლუბში ირაკლი ქობალიას, გიორგი ადამიას და ილია კანდელაკის მოსვლისა და ამ ფეხბურთელთა სპორტული ბიოგრაფიის შესახებ. რაც შეეხება ზესტაფონელთა უცხოელ ახალწვეულებს, უნდა ითქვას რომ ბოსნიაში დაბადებული სერბეთის მოქალაქე ბორისლავ ტერზიჩი 21 წლისაა და იმერულ გუნდში მოსვლამდე სერბულ "დონი სრემში" ასპარეზობდა; ბრაზილიური "გრემიოს" აღზრდილი ნახევარმცველი რენე ფერეირა დოს სანტოსიც 21 წლისაა და "ზესტაფონში" მოსვლამდე იაპონური "ჯეი-ლიგის" "კავასაკი ფრონტეილის" ღირსებას იცავდა.
უნდა მოგახსენოთ იმის შესახებ, რომ საკონტრაქტო ვადის ამოწურვის შემდეგ საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” რიგები დატოვა კოტდ'ივუარელმა ფორვარდმა ბოტი გოა დემელმა.
აქვე დღევანდელი პრეზენტაციის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...
|
ბორისლავ ტერზიჩი (№ 50), ირაკლი ქობალია (№ 11), რენე ფერეირა დოს სანტოსი (№ 25), გიორგი ადამია (№ 55) და ილია კანდელაკი (№ 18). |
|
|
|
|
|
|