საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” განაგრძობს საფეხბურთო სეზონის სტარტისთვის მზადებას. მარგველთათვის კარსმომდგარი სეზონი 11 აგვისტოს აიღებს სტარტს - თბილისის სტადიონ "დინამო-არენაზე" ერთმანეთს ბოლო სეზონების ტრიუმფატორები, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი თბილისის "დინამო" და ექს-ჩემპიონი საფეხბურთო კლუბი "ზესტაფონი" დაუპირისპირდებიან.
თურქეთიდან სამიოდე დღის წინ დაბრუნებულმა მარგველებმა სეზონის განახლებისათვის მზადება დღეს გააგრძელეს და ეროვნული ჩემპიონატის პირველი ტურის მატჩისათვის სწორედ საკუთარ ბაზაზე მოემზადებიან.
აქვე დღევანდელი ვარჯიშის ამსახველ მცირე ფოტორეპორტაჟს გთავაზობთ ...