თურქეთის რესპუბლიკაში მიმდინარე საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის”საწვრთნელი შეკრება დასასრულს უახლოვდება. დღეს გუნდმა ორჯერ ივარჯიშა, ხვალ კი ორი ამხანაგური მატჩის გამართვა იგეგმება. მარგველთა თურქული შეკრების პროგრამაც სწორედ ამ მატჩებით ამოიწურება.
2 აგვისტოს რატკო დოსტანიჩის გუნდი ისევე ორ სპარინგ-შეხვედრას გამართავს - ადგილობრივი დროით 16:00 საათზე ქართველები თურქეთის მესამე დივიზიონის წარმომადგენელ სტამბულის "მალტეპესპორს" დაუპირისპირდებიან, ხოლო 18:00 საათზე თურქმენეთის ჩემპიონ ბალკანაბადის "ბალკანთან" მატჩი გაიმართება.
გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დღევანდელი ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.