თურქეთის რესპუბლიკის მაღალმთიან საკურორტო დაბა კარტეპეში ზესტაფონელთა მზადების კიდევ ერთი, რიგით მეთერთმეტე დღე მიილია. გუშინ, "ალთინ ასირთან" და "ადანასპორთან" გამართული ამხანაგური მატჩების შემდეგ, დღეს გუნდმა მხოლოდ ერთხელ ივარჯიშა.
დილის ვარჯიში ამჯერად უმეტესად ბურთთან მუშაობას დაეთმო. რატკო დოსტანიჩმა გუნდი ფიზიკურად არ დატვირთა და ფეხბურთელები ტექნიკურ-ტაქტიკური ელემენტების დახვეწაზე ამუშავა. საღამოს კი, მაშინ როდესაც ფეხბურთელების ერთი ჯგუფი სატრენაჟორო დარბაზში მუშაობდა, მეორე ჯგუფისათვის ჩატარდა აღდგენითი ხასიათის პროცედურები საუნასა და აუზში.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომლებიც ზესტაფონელთა მზადების მორიგი დღის მისმდინარეობას ასახავს.