Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

23.07.2013

 

 

 

 

 

 

შეკრების მესამე დღე

 

 

 

 

 

 

 

 

თურქეთში მყოფი საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პირველი გუნდი საფეხბურთო სეზონისათვის მზადებას განაგრძობს.

 

გუშინდელის მსგავსად, დღევანდელი დღეც საკმაოდ დატვირთული გამოდგა - დატვირთვები ისევ ნახევარსაათიანი კროსით დაიწყო, ხოლო დილის ვარჯიში, გუშინდელთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი გამოდგა და თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ვარჯიშის დასაწყისში რატკო დოსტანიჩმა ძირითადი ყურადღება ტაქტიკური ხასიათის წვრთნაზე გაამახვილა, რის შემდეგაც ფეხბურთელებს ბურთთან მუშაობის საშუალებაც მიეცათ. ვარჯიშის დასასრულს კი იმერელთა სერბმა დამრიგებელმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ფეხბურთელები ორ პირობით გუნდად დაჰყვეს და მწვანე მინდორზე საინტერესო ბურთაობა გაჩაღდა.

 

მეორე ვარჯიში ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო საღამოს თეორიული მეცადინეობაც იგეგმება. თეორიამდე კი ზესტაფონელებს ლიტვაში მიმდინარე ევროპის ცხრამეტწლამდელთა ჩემპიონატზე გასამართი სერბეთ-საქართველოს მატჩის სატელევიზიო რეპორტაჟის ხილვისა და თანამემამულეთა გულშემატკივრობის საშუალება მიეცემათ.

 

გთავაზობთ მცირე ფოტორეპორტაჟს, რომელიც საქართველოს ორგზის ჩემპიონთა დღევანდელი დილის ვარჯიშის მიმდინარეობას ასახავს.

 

 

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013