საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” საფეხბურთო სეზონისათვის მზადების ფარგლებში თურქეთში გასამართი ეტაპის გავლას შეუდგა. გუშინ საღამოს გუნდმა კარტეპეში პირველი ვარჯიში გამართა. სასიამოვნო სიახლეთა რიცხვს მიეკუთვნება ის, რომ გუნდთან ერთად, ახალი სეზონისთვის მზადების დაწყების შემდეგ, პირველად ივარჯიშა ალჟირელმა ნახევარმცვლემა მოჰამედ რეკრუკმა.
დღეს, 22 ივლისს, ზესტაფონელები საქმეს დილაადრინად შეუდგნენ - 07:30 საათზე გამართული კროსის შემდეგ, ზემოიმერლებმა 10:00-დან 11:30 საათამდე სასტუმრო "გრინ პარკის" ნომერ მეოთხე საფეხბურთო მოედანზე ივარჯიშეს. ადგილობრივი დროით 17:00 საათზე გუნდს კიდევ ერთი ვარჯიში ელის.ორივე ვარჯიშის დასკვნით ნაწილში ფეხბურთელები სატრენაჟორო დარბაზშიც დაიტვირთებიან.
გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს, რომელიც ზესტაფონელთა მზადების მისმდინარეობას ასახავს.