2013 წლის 21 ივლისს საფეხბურთო კლუბი ”ზესტაფონი” ჩავიდა თურქეთის უდიდეს ქალაქ სტამბულიდან 120 კილომეტრის მოშორებით მდებარე საკურორტო მთიან დაბა კარტეპეში, სადაც გუნდი საქართველოს XXV ეროვნული ჩემპიონატისა და ეროვნული თასის გათამაშების მატჩებისათვის მოემზადება.
სტამბულის "საბიჰა გიოქჩენის" აეროპორტიდან კარტეპემდე საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ, გუნდი დაბინავდა სასტუმრო ”გრინ პარკ ოტელში”. უნდა ითქვას, რომ შეკრების პირველსავე დღეს ზესტაფონელებს გუნდის ალჟირელი ლეგიონერი მოჰამედ რეკრუკიც შეუერთდა. საინტერესოა ისიც, რომ იმერელთა გარდა, მოახლოვებული სეზონის სტარტისათვის კარტეპეში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი რამდენიმე გუნდი ემზადება.
დღესვე იმერლები თურქულ შეკრებაზე პირველ ვარჯიშს გამართავენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი იგეგმება აღდგენითი ხასიათის პროცედურები საუნასა და აუზში. ხვალიდან რატკო დოსტანიჩს გუნდი ორჯერადი ვარჯიშების რეჟიმზე გადაჰყავს ...