17.07.2013
წერილი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს
როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე წლის 2 ივლისს გაიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომის სხდომა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე კერძო კლუბის მეპატრონისათვის, მათ შორის საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეზიდენტ ილია კოკაიასათვის, სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის „ასოცირებული წევრის“ სტატუსის მინიჭების შესახებ. ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალაში გაკეთებულია განმარტება იმის თაობაზე, რომ "ასოცირებული წევრები ხმის უფლებით ვერ ისარგებლებენ, თუმცა, სხდომებსა და დებატებში აქტიურ მონაწილეობას მიიღებენ".
უნდა მოგახსენოთ იმის თაობაზე, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას არაერთგზის განუცხადებია იმის შესახებ, რომ, ქართული ფეხბურთის ინტერესებიდან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ფედერაციის აღმასკომის შემადგენლობაში ქართულ ფეხბურთში მოღვაწე ინვესტორთა ფართოდ წარმოდგენა. ნაცვლად ამისა, 2 ივლისს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც კერძო კლუბების ხელმძღვანელებს ხმის არ მქონე დამკვირვებლების როლი უნდა მინიჭებოდათ...
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, დღეს, 17 ივლისს, საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტმა წერილობით მიმართა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას. კლუბის პრეს-სამსახური გთავაზობთ ამ წერილის სრულ ვერსიას.
|