12.07.2013
ახალწვეული მარგველთა რიგებში
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონში” მატებაა - ზემოიმერელთა 21 წლის ახალწვეულის სახელია ირაკლი ქობალია. ახალგაზრდა თავდამსხმელი, რომელიც ზუგდიდის საფეხბურთო კლუბ ”ბაიას” აღზრდილია, იმერული კლუბის ღირსებას სამი წლის განმავლობაში დაიცავს.
ორიოდე სიტყვით საქართველოს ორგზის ჩემპიონთა ახალწვეულის შესახებ:
ირაკლი ქობალია - თავდამსხმელი; დაბადებულია - 13.03.1992; სიმაღლე - 185 სმ.
საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონთან” კონტრაქტის გაფორმებამდე ასპარეზობდა შემდეგ საფეხბურთო კლუბებში: ”ბაია” (ზუგდიდი) - 2010-2011, 2011-2012; ”მეტალურგი” (რუსთავი) - 2011; საფეხბურთო კლუბი "ზუგდიდი" - 2012-2013.
აღსანიშნავია, რომ ახლახან დასრულებულ სეზონში ზესტაფონელთა ახალწვეულმა უმაღლეს ლიგაში 17 მატჩი გამართა და 7 გოლიც გაიტანა. 2011-2012 წლების სეზონში, როდესაც ახალგაზრდა ფორვარდი რუსთავის ”მეტალურგში” იყო განათხოვრებული, ქვემოქართლელებმა უეფას ევროპის ლიგის გათამაშების პირველი და მეორე საკვალიფიკაციო რაუნდების დაპირისპირებებში სომხური ”ბანანცისა” და ყაზახური "ირტიშის" ბარიერები სწორედ ირაკლი ქობალიას მიერ ერევანსა და პავლოდარში გატანილი გოლების წყალობით მოახერხეს.
გუშინ ირაკლი ქობალიას, საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” სხვა ფეხბურთელებთან ერთად, სეზონისწინა სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდა.
|