Football club zestafoni - www.fczestafoni.ge

 
 
 
 

 

 
 

 

08.07.2013

 

 

 

 

 

 

ცხრამეტწლამდელები ევროპის ჩემპიონატისათვის ემზადებიან

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

თანდათან ახლოვდება ცხრამეტწლამდელთა ევროპის ჩემპიონატი და მღელვარება და მოლოდინი უფრო და უფრო მატულობს. დღეს საქართველოს ნაკრები, რომლის შემადგენლობაში ორი ზესტაფონელი (გურამ სამუშია და ავთანდილ ენდელაძე) ასპარეზობს, დასკვნით შეკრებაზე ლატვიაში გაემგზავრა.

 

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი 20 ივლისიდან 1 აგვისტომდე ლიტვაში გაიმართება. საქართველოს ცხრამეტწლამდელთა ნაკრები, საფრანგეთის, სერბეთისა და თურქეთის წარმომადგენელ თანატოლებთან ერთად, "ბ" ჯგუფში იასპარეზებს, ევროპირველობის ნახევარფინალში კი ჯგუფიდან ორი საუკეთესო გუნდი გააღწევს.

 

5 ივლისს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ნაკრების მწვრთნელებთან და ფეხბურთელებთან გულშემატკივრებისა და მედიის შეხვედრა მოაწყო...

 

გთავაზობთ ზესტაფონელთა ნახევარმცველის გურამ სამუშიას მცირე კომენტარს, რომელიც მან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ ინტერნეტ-გვერდთან საუბრისას გააკეთა: „ევროპის ჩემპიონატზე იოლი ჯგუფი არ არსებობს. სამივე ჩვენი მეტოქე ძლიერი გუნდია. საფრანგეთი ყველაზე კარგი ნაკრებია, მაგრამ არც სერბები და თურქები არიან ხელწამოსაკრავები. რთული თამაშები გვექნება... ჩემპიონატზე საბრძოლო განწყობით მივდივართ და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ქართველი ხალხი გავახაროთ. მინიმუმ ნახევარფინალში გასვლა გვინდა. საკმაოდ კარგ გუნდად ჩამოვყალიბდით და ეს ბელგიაშიც დავამტკიცეთ და დავუმტკიცეთ ყველას, ვისაც ჩვენი არ სჯეროდა...

 

ძალიან განვიცდი და რთულია ჩემთვის, რომ პირველ თამაშს გამოვტოვებ და ტრიბუნაზე ვიჯდები... შოტლანდიასთან რომ არ ვითამაშე, კინაღამ ვიტირე... ძალიან ძნელია, თანაგუნდელებს რომ ვერ ეხმარები. რა თქმა უნდა, ჩემი ბრალია, არ უნდა მიმეღო ყვითელი ბარათები... მაგრამ ჩვენი ბიჭების დიდი იმედი მაქვს. გუნდში 18 ფეხბურთელი ვართ და ყველა თანაბარი დონის. მე მჯერა მათი!

 

 

გამოყენებულია სფფ-ის პრესსამსახურისა და ინტერნეტ-საიტ www.sportall.ambebi.ge-ს პუბლიკაციები

 

საფეხბურთო კლუბ ”ზესტაფონის” პრეს-სამსახური

 

 
   
FC ZESTAFONI © 2005-2013