2013 წლის 1 ივლისს, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრა, რომელიც მიეძღვნება საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონში" სადღეისოდ შექმნილ უმძიმეს ვითარებასა და არსებული კრიზისის დაძლევის გზების ძიებას. ორშაბათს გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიად სიჭინავა, ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოგი ქავთარაძე, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი ნუგზარ ქამუშაძე და საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" პრეზიდენტი ბატონი ილია კოკაია.
სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ (17:00 საათზე), დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში შეხვედრის მონაწილეთა საგანგებო პრეს-კონფერენციის გამართვაა დაგეგმილი.
ყველა დაინტერესებულ პირს 2013 წლის 1 ივლისს დავით აბაშიძის სახელობის ზესტაფონის სტადიონზე 17:00 საათისათვის გეპატიჟებით!